სააბაზანო ოთახი ყოველთვის სუფთად უნდა იყოს, ეს კანონია. სააბაზანო ოთახი ბინაზე და მის მფლობელზე მთლიან შთაბეჭდილებას ქმნის, სააბაზანო ოთახით ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებზე მსჯელობენ და საერთოდ, ჭუჭყში დასვენება არავის სურს.
რა გავაკეთოთ, თუ აბაზანაში ნადები და ჟანგი უკვე წარმოიშვა, ყვითელი ლაქები და კირის ნადები დასახლდა? ხისტმა, მაგრამ სუფთა წყალმა თავისი ბინძური საქმე უკვე გააკეთა.
Vivien გთავაზობთ მარტივ მეთოდს, რომელიც ყველაზე ჭუჭყიან აბაზანასაც გაუმკლავდება. აღმოჩნდა, რომ ჟანგთან და ლაქებთან ბრძოლა უფრო ადვილია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
პრობლემის მოსაგვარებლად დაგჭირდებათ 4 კომპონენტი:
- კალცირებული სოდა
- საკვები სოდა
- 9 %–იანი ძმარი
- მათეთრებელი
მოქმედების წესი:
1. ცალკე თასში საკვები და კალცირებული სოდა აურიეთ. ამისთვის საზომი კოვზები გამოიყენეთ.
2. მიღებული ნარევი ძალიან მშრალი და წასასმელად ნაკლებად კომფორტულია, ამიტომ წყალი დაუმატეთ.
3. აბაზანაში ნარევის გადასანაწილებლად ღრუბელი გამოიყენეთ. ასე უფრო მოსახერხებელია. თვითნაკეთი საწმენდი საშუალება მსუბუქ ჭუჭყს შესანიშნავად უმკლავდება.
4. ახლა ცალკე თასში მათეთრებელი და ძმარი (2-2 სუფრის კოვზი) აურიეთ. ამ ნარევით აბაზანის ზედაპირი დაამუშავეთ, პრობლემური ზონები ღრუბლით კარგად გახეხეთ.
5. ხსნარს ლოდინი არ სჭირდება. წასმისას ეფექტს დაუყონებლივ დაინახავთ. ყველაზე გამძლე ლაქაც პირდაპირ თქვენს თვალწინ „გაქრება“.
6. ბოლოს, აბაზანა სუფთა წყლით გარეცხეთ და დაბრუნებული სიქათქათით ისიამოვნეთ.