სამწუხაროდ, ახალი უთოს ზედაპირი შეძენის შემდეგ სუფთა დიდი ხნით არ რჩება. დროთა განმავლობაში მის ძირზე ნამწვი და ჭუჭყი ჩნდება, რომელიც არა მხოლოდ ტანსაცმელზე კვალს ტოვებს, არამედ მათ აფუჭებს.
უთოს ჭუჭყიანი ზედაპირი პრობლემის მხოლოდ მცირე ნაწილია. წყლის გამო უთოში ნადები გროვდება, რომელიც ასევე ტანსაცმელზე იყრება და ყველგან თეთრ კვალს ტოვებს. ასევე უთო წყობიდან გამოდის.
Vivien გიზიარებთ ეფექტურ მეთოდს, რომლის დახმარებით უთოს შიგნიდან და გარედან გაწმენდთ. ყველაფერი მარტივი და ეფექტურია. თავად გაოცდებით, თუ რამდენი ჭუჭყი იყო თქვენს უთოში. ასეთი წმენდის შემდეგ უთო გაცილებით უკეთ იმუშავებს და ტანსაცმელზე კვალს არ დატოვებს.
მოქმედების წესი:
1. პირველ რიგში, უთოს ძირი გაწმინდეთ. ამისთვის სველი პირსახოცი აიღეთ, სოდა მოაყარეთ და უთო საშუალო ტემპერატურაზე ჩართეთ. სოდიანი პირსახოცი დააუთოვეთ.
2. 2-3-ჯერ დააუთოვეთ, სანამ მთელ ნამწვი პირსახოცზე არ დარჩება. ამის შემდეგ უთო გამორთეთ, ცოტა გააგრილეთ და ამავე პირსახოცით ნამწვის ნარჩენები მოაშორეთ.
3. როგორც კი ზედაპირის გაწმენდას დაასრულებთ, უთო შიგნიდან გაწმინდეთ. ამისთვის 9%–ინი ძმარი დაგჭირდებათ.
4. 100 მლ ძმარი უთოში ჩაასხით. უთო საშუალო ტემპერატურაზე ჩართეთ. უსარგებლო ნაჭერი აიღეთ და უთოთი აქტიურად დააუთოვეთ, მუდმივად ორთქლის ღილაკს დააჭირეთ.
5. ამრიგად, უთოდან მთელი ჭუჭყი და ნადები გარეთ გამოვა. მოცემული სურათებიდან მეთოდის ეფექტურობა კარგად ჩანს. ნახეთ, რამდენი ჭუჭყი გამოვიდა.
მეთოდი საკმაოდ ეფექტურია, ამიტომ გირჩევთ პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენოთ, რომ უთო ყოველთვის სუფთა იყოს და დიდხანს გემსახუროთ.