კატა არ მყავს, მაგრამ კატის ტუალეტის შემავსებელს მაინც ვყიდულობ. შეუცვლელი ნივთი საშინაო საქმეში

1805

დღეს Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ კატის ტუალეტის შემავსებელი არაპირდაპირი დანიშნულებით. ამ შემთხვევაში ყველაზე იაფი მასალა – ხის შემავსებელი გამოგადგებათ. უფრო ზუსტად, მხოლოდ ის გვჭირდება. ძვირადღირებული სილიციუმის გელის შემავსებელი ნაკლებად სასარგებლო თვისებებს ფლობს.

გამოყენების მეთოდები

1. ტუალეტსა და აბაზანაში

ხის შემავსებელი ნებისმიერ, თუნდაც უსიამოვნო სუნს, და ტენს კარგად შთანთქავს. თუ კომბინირებული აბაზანა გაქვთ, როგორც იტყვიან, „ერთი გასროლით ორ კურდღელს მოკლავთ“. უნიტაზის უსიამოვნო სუნი გაქრება და სარკის დაორთქვლა აღარ შეგაწუხებთ.

კატის ტუალეტის შემავსებელი ქუჩის უნიტაზების „არომატსაც“ გაუმკლავდება. შეგიძლიათ შემავსებელი პირდაპირ ორმოში ჩაყაროთ, ასე უსიამოვნო სუნი არასდროს წარმოიშვება.

2. ავტომობილში

ბამბის ტომარაში ცოტა შემავსებელი ჩაყარეთ და ეს ტომრები წინა სამგზავრო და მძღოლის სავარძლების ქვეშ დადეთ. როგორც უკვე ვთქვით, შემავსებელი სითხეს კარგად შთანთქავს, ამიტომ მანქანაში მინა აღარ დაიორთქლება.

3. მაცივარში

კატის ტუალეტის შემავსებლით პატარა თასი გაავსეთ და მაცივარში შეინახეთ. ასე მაცივრის უსიამოვნო არომატებს დაივიწყებთ. შემავსებელი სუნს პრაქტიკულად მყისიერად შთანთქავს.

4. ნერგების დასარგავად

კატის ტუალეტის ხის შემავსებელი შეგიძლიათ მიწის ალტერნატივად გამოიყენოთ და ნერგი დარგოთ. მეთოდი პომიდვრის, ბადრიჯნის, კიტრის, ყაბაყის და საზამთროს შემთხვევაშიც გამოგადგებათ.

ნერგი ძლიერი, ჯანმრთელი, დიდი ფესვებით და ფოთლებით გაიზრდება. მესამე ფოთლის გამოჩენის შემდეგ შეგიძლიათ გადარგოთ.

თან კატის ტუალეტის შემავსებელი უფრო იაფია, ვიდრე მიწა, რომელიც ბაღის ცენტრებში იყიდება.

სად ვიყიდოთ

კატის ტუალეტის შემავსებელი შეგიძლიათ ნებისმიერ ზოომაღაზიაში ან სუპერმარკეტში შეიძინოთ. 5 კგ–იანი შეფუთვის ფასი 8 ლარიდან იწყება. ხის შემავსებელი 100%–ით უსაფრთხო და ნატურალური საშუალებაა, რომელიც არც ადამიანს, არც ცხოველს და არც ეკოლოგიას ზიანს არ აყენებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს