ხალიჩის წმენდის მშრალი მეთოდის შესახებ გავიგე და ვცადე. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა

1401

როგორ ფიქრობთ, სად გროვდება ყველაზე მეტი მტვერი ბინაში? რა თქმა უნდა, ხალიჩაზე. სითბო, სირბილე და მყუდროება ვერ გადაფარავს იმ საფრთხეს, რომელსაც ბინძური ხალიჩა მალავს.

პროფესიონალური წმენდა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ დღეს Vivien გასწავლით, როგორ გაწმინდოთ ხალიჩა სახლის პირობებში. გიზიარებთ წმენდის „მშრალ“ მეთოდს, რომელიც ლაქებს ისევე კარგად აშორებს, როგორც ქიმწმენდა. მეთოდის გამოსაცდელად პატარა ხაოიანი ხალიჩის გაწმენდა გადავწყვიტე.

ამ ხალიჩაზე ძველი ლაქები, მტვერი და ძაღლის ბეწვია. ქიმიური საშუალებების მოყვარული არ ვარ, ამიტომ ყოველთვის გამოცდილი საშუალებებით თავად ვწმენდ.

ამ მეთოდისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ინგრედიენტი:

  • მარილი
  • სოდა

მოქმედების წესი:

1. თანაბარი პროპორციებით აურიეთ. პატარა ხალიჩა მაქვს, ამიტომ 1 ს/კ მარილი და 1 ს/კ სოდა ავურიე.

2. შემდეგ მიღებული ნარევი ხალიჩას მოაყარეთ და აქტიურად წაუსვით. თეთრი ფენები არ უნდა დარჩეს – ჭარბი ნარევი ყოველთვის არ მუშაობს. ჯაგრისით ან ხელით წაუსვით.

3. 30 წუთით მოიცადეთ. ამ დროში ხალიჩაზე არავინ არ უნდა გაიაროს. ნახევარ საათში ხალიჩის ზედაპირი მტვერსასრუტით კარგად გაწმინდეთ, ნარევის ყველა მსხვილი ნაწილი მოაშორეთ.

გაოცდებით, როგორი ბინძური იყო ხალიჩა სინამდვილეში.

ხალიჩა უფრო სუფთა და ახალივით გახდა. თუ თქვენს შემთხვევაში ეფექტი ნაკლებად შესამჩნევია, პროცესი გაიმეორეთ.

ჩემი გამოცდილებით ასეთი „მშრალი წმენდა“ უსიამოვნო სუნს, ობს უმკლავდება და ბაქტერიებსაც ანადგურებს. მარილი და სოდა დელიკატური საშუალებებია, ამიტომ მხოლოდ სარგებელი მოაქვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს