კარგი, ძალდაუტანებელი სერიალი ზოგჯერ ისაა, რაც ქალს დაძაბული დღის შემდეგ სჭირდება. ლამაზი გმირები, ინტრიგა, რომანტიკა – იდეალური კომბინაცია, რომ ყოველდღიური რუტინისგან გასაქცევად. გთავაზობთ 10 სერიალს, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესოა ქალებისთვის.
სექსი დიდ ქალაქში
შეუძლებელია ეს სერიალი არ გიყვარდეთ. თუნდაც იმის გამო, რომ სცენარისტებმა და მსახიობებმა გვაჩვენეს, თუ რა ვნებები და ინტრიგები ხდება ქალების სამყაროში, წვრილმანები და ნიუანსები, რომლებიც არცერთი მამაკაცისთვის ცნობილი არაა. განსაკუთრებული მადლობა ნიუ-იორკს – ერთადერთს და განუმეორებელს.
სასოწარკვეთილი დიასახლისები
პროვინციულ ქალაქში მცხოვრები მეგობრების ცხოვრება სავსეა საიდუმლოებით, ჭორებით, რომანებით, ინტრიგებით. მთავარი გმირები ერთმანეთს არ ჰგვანან. მაგრამ მათ ერთი რამ აკავშირებთ: თითოეული მათგანი ქალურ ბედნიერებას ეძებს. აქტუალური სიუჟეტი, ირონიული დიალოგები, დეტექტიური ხაზი, შეუდარებელი მსახიობები – აი, ამ ტელენოველის წარმატების მთავარი საიდუმლო.
გრეის ანატომია
ეს ახალგაზრდა ქალი-ქირურგის მერედიტ გრეის ისტორიაა. მასთან ერთად ახალგაზრდა ექიმების შესანიშნავი კოლექტივი მუშაობს. ისინი ოპერაციებს აკეთებენ და ერთმანეთი უყვარდებათ, ავადმყოფობის და რომანის ისტორიებს ავსებენ, საექიმო და პირად საიდუმლოს ინახავენ. სერიალი – ბევრი ჯილდოს მფლობელია, მათ შორის „ოქროს გლობუსი“ და „ემი“. მსახიობების თამაში და სიუჟეტის ხაზი ყურებად ნამდვილად ღირს.
კარგი ცოლი
სერიალი მამაცი ქალის შესახებ, რომელიც იძულებულია ბავშვებზე მარტო იზრუნოს მას შემდეგ, რაც მისი ქმარი სექს სკანდალში და კორუფციულ ისტორიაში ეხვევა. კვლავ მოპოვებული სამსახური, ბავშვების მიმართ სიყვარული, ქმართან რთული ურთიერთობა, კოლეგებთან კავშირი – აი, რისგან შედგება ამ ქალის ცხოვრება. ერთი შეხედვით დაუცველი და რბილი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ძლიერი და შეუპოვარი.
მტაცებელთა ქალაქი
სერიალი „მტაცებელთა ქალაქი“ ამტკიცებს, რომ ცხოვრება 40 წლის შემდეგ მხოლოდ იწყება. მთავარი გმირი – შემდგარი ქალია, რომელიც მუდმივად ახალგაზრდა საყვარლებს ეძებს. მის და მის მეგობრებს კომიკური ისტორიები ემთხვევათ, რის გამოც სერიალი დიდი რაოდენობით პოზიტივით და სასაცილო მომენტებით არის სავსე.
დაუნტონის სააბატო
სერიალი მე-20 ს-ის დასაწყისში, იორკშირში მცხოვრები არისტოკრატიული ოჯახის შესახებ გვიამბობს. „დაუნტონის სააბატო“ გვიჩვენებს არა მხოლოდ მდიდარი ბრიტანელების, არამედ მათი მსახურების ცხოვრებას, რომლებიც მათი ბატონების ბედში პირდაპირ მონაწილეობას ღებულობენ, გვიჩვენებს. ინტრიგა, საიდუმლო, მეგობრობა, სიყვარული და ღალატი – ყველაფერს ამ ოჯახის სახლში ნახავთ.
ერთხელ ზღაპარში
ფერადი და საინტერესო ფენტეზი-სერიალი მათთვის, ვისაც სასწაულების სჯერა და კარგი ფილმი უყვარს. „ერთხელ ზღაპარში“ – გასაოცარი ისტორიაა, რომელიც ორ სამყაროში ხდება – ჩვენს დროში და ჯადოსნურში. ორივე სამყაროს თავისი სირთულეები აქვს, ზოგჯერ სასიკვდილო საფრთხეებიც კი.
გილმორის გოგოები
ლორელაი გილმორი მარტოხელა დედაა. მან ქალიშვილი რორი 16 წლის ასაკში გააჩინა, თავისი მდიდარი და გავლენიანი მშობლების სურვილის მიუხედავად. ოპტიმიზმის, იუმორის ჯანსაღი გრძნობის და უდრეკი ხასიათის გამო ლორელაიმ ვინმეს დახმარების გარეშე ქალიშვილის გაზრდა შეძლო. ისინი შეიძლება დებად ჩათვალოთ: დედა და ქალიშვილი – საუკეთესო მეგობრები. სერიალი მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ოჯახი, მეგობრობა, სიყვარული, ამბიცია, ეხება.
სასტუმრო „ბაბილონი“
სასტუმრო „ბაბილონი“ – უბრალო ადგილი არაა, სადაც ღამის გათენებას შეძლებთ. ეს გასაოცარი სამყაროა, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა და ყველაფერი ბრწყინავს. რებეკა მიტჩელი – 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთავარი მმართველია. ის მზადაა ყველაფრისთვის, რომ მისი სასტუმრო საუკეთესო გახდეს. მხიარული და მსუბუქი, ლამაზი სერიალი, რომელსაც ერთ ამოსუნთქვაში უყურებთ.
სიამაყე და ცრურწმენა
სერიალის მოქმედება მე-19 ს-ში ჰარდფორდშირის საგრაფოში ვითარდება. საშუალო ქონების მქონე ბენეტების ოჯახში 5 ქალიშვილი ცხოვრობს. ყველა ქალიშვილის გათოხვება და უზრუნველყოფილი მეუღლეების მოძებნა სასურველია. რომანტიული მელოდრამა ჯეინ ოსტინის წიგნის ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანიზაციად ითვლება.