ახლახანს ბლინებს შესქელებული რძით მივირთმევდით და ვაჟმა მკითხა: „დედა, როგორ აკეთებ შესქელებულ რძეს?“ კითხვამ გამაოგნა და თავში სხვადასხვა ვარიენტმა გაიელვა. მოგვიანებით მივხვდი, რომ უბრალოდ რძე შაქართან ერთად ქვაბში უნდა მოვათავსო. მანამდე წარმოდგენა არ მქონდა, როგორ მომეხარშა შესქელებული რძე. მოგვიანებით გადავწყვიტე მეცადა და თან შვილისთვის მეჩვენებინა.უდავოდ, ეს ვარიანტი გამოადგება მათ, ვისაც მაღაზიის შესქელებულ რძეში ემულგატორების და კონსერვანტების არსებობა აშფოთებთ. გარდა ამისა, შინაურული შესქელებული რძე ბევრად გემრიელია!
როგორ მოვხარშოთ შესქელებული რძე საკუთარი ხელით
კლასიკური შინაურული შესქელებული რძე
ინგრედიენტები:
- 5 ჭიქა რძე
- 2,5 ჭიქა შაქარი
მომზადების წესი:
- ცხიმიანი რძე სქელძირიან ემალის ქვაბში ჩაასხით და სუსტ ცეცხლზე დადგით.
- შაქარი დაუმატეთ და აურიეთ, სანამ სრულად არ გაიხსნება.
- შესქელებული რძე სუსტ ცეცხლზე დაახლოებით 2-3 საათით ხარშეთ.
შინაურული შესქელებული რძე მულტისახარშში
ინგრედიენტები:
- 2 ჭიქა რძე
- 1,75 ჭიქა შაქარი
- 2 ჭიქა მშრალი რძე
მომზადების წესი:
- დიდი ქვაბი საშუალო ცეცხლზე დადგით. რძე ჩაასხით, შაქარი და მშრალი რძე დაუმატეთ. თუ უფრო ტკბილი გსურთ, მეტი შაქარი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ხარშეთ, ხშირად აურიეთ.
- მზა ერთგვაროვანი მასა მულტისახარშის ჭიქაში თამამად გადაასხით. რეჟიმი „წვნიანი“ დააყენეთ და ნახევარი საათით ხარშეთ.
- ახლა რეჟიმი „ცხობა“ დააყენეთ და შესქელებული რძე კიდევ 20 წუთით ამზადეთ.
როგორც ხედავთ, სახლის პირობებში შესქელებული რძის მომზადება რთული არაა. გააგრილეთ და მინის ჭურჭელში გადაიტანეთ, რომელსაც თავსახური მჭიდროდ ეკვრის. ასე პროდუქტი დროზე ადრე არ დაშაქრდება. შესქელებული რძე მაცივარში შეინახეთ და სუფრაზე ახალ გამომცხვარ ბლინებთან ან ხაჭოს კვერებთან ერთად გაიტანეთ.