ჟოლოს სეზონზე დესერტებში მის გამოსაყენებლად ხელები მექავება. როგორ გავაფორმო ტორტი ჟოლოთი? ვკითხე მეგობარს, რომელიც კონდიტერად მუშაობს. „სანამ გარეთ ზაფხულია, ოჯახის წევრებითვის ნაყინის ტორტი ჟოლოთი და შოკოლადით მოამზადე. ძალიან გემრიელი და არომატულია“ – მიპასუხა მეგობარმა.
დღეს Vivien გასწავლით, როგორ მოამზადოთ ნაყინის ტორტი ჟოლოთი. ასევე გთავაზობთ საინტერესო ვარიანტებს, როგორ გააფორმოთ საზაფხულო დესერტები ჟოლოს კენკრით.
როგორ გავაფორმოთ ტორტი ჟოლოთი
ინგრედიენტები:
- 3 კვერცხის გული
- 120 მლ რძე
- 500 გრ 33% ცხიმიანობის ნაღები
- 120 გრ შაქარი
- 75 გრ შოკოლადი
- ვანილი
- ჟოლო გემოვნებით
- ბეზე ან ფხვიერი ნამცხვარი
მომზადების წესი:
1. ორი თასი მოამზადეთ. ერთში რძე ჩაასხით და ცოტა ვანილი და ნახევარი შაქარი დაუმატეთ. მეორე თასში 3 კვერცხის გული და დანარჩენი შაქარი ჩაყარეთ.
2. სათქვეფით შაქარი და კვერცხის გულები ათქვიფეთ. რძიანი ქვაბი გაზქურაზე დადგით და საშუალო ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. შაქარი რძეში გახსენით, რძე არ უნდა ადუღდეს.
3. წვრილ–წვრილად რძე კვერცხის გულის ნარევს დაუმატეთ, თან აქტიურად ათქვიფეთ. მიღებული მასა ზომიერ ცეცხლზე საწურში ჩაასხით, მუდმივად აურიეთ, კრემი მოხარშეთ. კრემი ოდნავ უნდა გასქელდეს, ამასთან მისი ადუღება საჭირო არაა. კრემი გააგრილეთ.
4. ცივი ნაღები საშუალო სიჩქარეზე მიქსერით ათქვიფეთ. ნაღებს გაგრილებული კრემი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
5. ტორტის ასაწყობად პურის საცხობი მართკუთხა ფორმა აიღეთ. ნებისმიერი მართკუთხა საცხობი ფორმა გამოგადგებათ. ფორმის ძირში ნაყინის ნაწილი მოათავსეთ, შემდეგ კენკრის ფენა დაუმატეთ. ჟოლოზე კიდევ ერთი ნაყინის ფენა დაასხით.
6. დარჩენილი კვერცხის ცილებიდან დესერტის გასაფორმებლად ბეზე გამოაცხვეთ. სურვილის შემთხვევაში, მზა ბეზე შეიძინეთ. ნაყინზე ბეზე მოათავსეთ. ფორმა დესერტით საყინულეში შეინახეთ. შოკოლადის ფენისთვის დარჩენილ ცივ ნაყინს გამდნარი შავი შოკოლადი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მისაღებად მიქსერით ათქვიფეთ.
7. როცა მეორე ფენა მზად იქნება, საყინულედან ნაყინის ფორმა გამოიღეთ და შოკოლადის შიგთავსი დაუმატეთ, ფორმაში თანაბრად გადაანაწილეთ. საკვები პარკი დააფარეთ. საყინულეში 10-12 საათით შეინახეთ.
8. სუფრაზე გატანის წინ ნაყინი მაცივრიდან ნახევარი საათით ადრე გამოიღეთ. ნაყინი ბეზეებით და ახალი ჟოლოთი მორთეთ. ცოტა დაქუცმაცებული კენკრაც შეგიძლიათ დაუმატოთ. გემრიელად მიირთვით!
აი, რამდენიმე იდეა, როგორ გააფორმოთ ტორტი ჟოლოთი:
თაფლის გული მარწყვის შიგთავსით, კრემი თეთრი შოკოლადით და არომატული ჟოლო ზემოდან. უკვე ნერწყვები მომდის!
უბრალო და მოდური!
ესეც არომატული ჟოლოს მთელი ზვავი!
როცა ბევრი ჟოლო გაქვთ, მოფიქრებაც საჭირო არაა.
მინიმალიზმის მოყვარულთათვის
რედაქციის რჩევა
ნაყინის ტორტი სჯობს ცხელი, მშრალი დანით დაჭრათ. სხვათა შორის, ასეთი ტორტის შიგნით ბეზე ხრაშუნა რჩება. სურვილის შემთხვევაში ბეზე შეგიძლიათ ფხვიერი ნამცხვარი ბრაუნით ჩაანაცვლოთ. ასეც გემრიელი გამოდის.
ასეთი დესერტი ყველაზე დახვეწილ გურმანსაც აღაფრთოვანებს!