ყელი ასაკს ყველაზე მეტად ააშკარავებს. ჩამოწელილი ყელი ასაკობრივი ცვლილებების აშკარა ნიშანია. ვენერას რგოლი დგომის დარღვევის ნიშანია. დამეთანხმეთ, ეს ყველაფერი ერთად ძალიან ცუდად გამოიყურება. ამის მოშორება შესაძლებელია? დიახ! Vivien გასწავლით, როგორ მოიშოროთ ჩამოწელილი ყელის და ვენერას რგოლი.
ნაბიჯი 1. ვარჯიში პლატიზმისთვის – პლატიზმა – ყელის კანქვეშა კუნთი. ის ყელის წინა ზედაპირს მოიცავს, მე-2 ნეკნის არეში იწყება და სახის ქვედა ნაწილში გადის, პირის კუთხებში იხლართება.მისი თავისებურება ისაა, რომ ძალიან თხელია, კანს მჭიდროდ ეკვრის, კანქვეშა ცხიმს, ცხიმოვან ჯირკვლებს თითქმის მოკლებულია და ელასტიურობას სწრაფად კარგავს. სწორედ ამიტომ, ყელის და დეკოლტეს ზონის სილამაზეზე გავლენას ახდენს. პლატიზმის დაბერებას პირდაპირ ვხედავთ.ამავდროულად, ტონუსის და ელასტიურობის აღმდგენი ვარჯიშები კარგ გავლენას ახდენს. პლატიზმა ვარჯიშზე ძალიან დადებითად მოქმედებს. ასე „ვენერას რგოლის“ მოშორებაც შეიძლება. ინტერნეტში ბევრ კარგ, ეფექტურ ვარჯიშს იპოვით.
ნაბიჯი 2. ყელის და დეკოლტეს მასაჟი მშრალი ჯაგრისით – მშრალი ჯაგრისით ვარჯიში დაუმატეთ. მასაჟი დეკოლტეს ზონიდან დაიწყეთ, ჯაგრისით ყელის გვერდითა და წინა ნაწილი ქვემოდან ზემოთ გაიხეხეთ, ენისქვეშა ზონასთან, ყბის ხაზზე ნიკაპიდან ყურამდე დაიმასაჟეთ. მსუბუქ სიწითლემდე ჯაგრისით მასაჟი გააგრძელეთ. ზეწოლა კომფორტული უნდა იყოს.
მშრალი ჯაგრისით მასაჟი სისხლის მიმოქცევას, კვებას და აღდგენას აუმჯობესებს. ყელის კანი და დეკოლტეს ზონა უფრო მკვრივი, დაჭიმული და დატენიანებული გახდება. ლიმფის მოძრაობა გააქტიურდება, ქსოვილების შეშუპება შემცირდება. რაც შეეხება ჯაგრისს. ალბათ, სხეულისთვის პატარა ჯაგრისი უკვე გაქვთ. მე ასეთი ორი მაქვს: დიდი და პატარა. სახისა და ყელისთვის პატარა ჯაგრისის გამოყენებას გირჩევთ.
ფასი: 10 ლარი
ნაბიჯი 3. მოვლა – დამატენიანებელი კრემი არა მხოლოდ სახეზე, არამედ ყელზე წაისვით. ამ ზონაში ნაკლები ცხიმოვანი ჯირკვლებია, კანი საკმარისად არ ტენიანდება. გირჩევთ, მაგნიუმის ზეთი გამოიყენოთ. მაგნიუმი კოლაგენის და ჰიალურონის წარმოებას ხელს უწყობს, კანს მოქნილს ხდის და ატენიანებს. ტრანსდერმულად კარგად შეიწოვება. საკმარისია, მაგნიუმის ზეთი 30 წუთით წაისვათ.
ფასი: 30 ლარი
კიდევ ერთი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც კანის მოქნილობის აღდგენასა და დატენიანებაზე მუშაობს. ესაა ლიტოკომპლექსი „სილამაზის საიდუმლოდან“. ლიტოკომპლექსი კოლაგენის და ელასტინის სინთეზს სტიმულირებს, კანში წყლის შეკავების უნარს აღადგენს, სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს და მიკროცირკულაციას აუმჯობესებს.
ფასი: 35 ლარი
ნაბიჯი 4: ყველაფერი ერთად – ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჰოლისტური მიდგომა ამართლებს. მთელის მოქმედება უფრო მეტია, ვიდრე ნაწილების ჯამი. სწორედ ამიტომ, სამივე ნაბიჯი ერთ სისტემაში გამოიყენეთ და კურსი მინიმუმ 21 დღე ჩაიტარეთ:
- ვარჯიში (5 წუთი) + ლიტოკომპლექსი + დამატენიანებელი კრემი ყელის და დეკოლტეს ზონისთვის – ყოველდღიური რუტინა დილით.
- მშრალი ჯაგრისით მასაჟი (5-7 წუთი) – ყოველდღე საღამოს.
- მაგნიუმის ზეთი მშრალი ჯაგრისით მასაჟის შემდეგ (30 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ) – კვირაში 3-4-ჯერ.
- ლიტოკომპლექსი + დამატენიანებელი კრემი ყელისა და დეკოლტეს ზონისთვის – ყოველდღე ღამით.
აი, ასეთი აღმდგენი კურსით ჩამოწელილ ყელსა და ვენერას რგოლს მოიშორებთ, კანის მოქნილობას დაიბრუნებთ და დაატენიანებთ.