რა ნიშნებით უნდა მივხვდეთ, რომ შესაძლოა B12 ვიტამინის დეფიციტი გვქონდეს.

1616

B12 ვიტამინი რაციონის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის სისხლის წითელი უჯრედების წარმოებას ხელს უწყობს, ნერვულ სისტემას ნორმალურ მუშაობაში ეხმარება, ასევე დნმ–ის სინთეზში მონაწილეობს. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) თანახმად, B12 ვიტამინის დეფიციტი სიმპტომების ფართო სპექტრს იწვევს და მკურნალობის გარეშე მდგომარეობას ამძიმებს.

სპეციალისტების თქმით, ერთ–ერთი მთავარი ნიშანი მუდმივი დაღლილობა და სისუსტეა, რომელიც ღამით კარგად გამოძინების შემდეგაც არ ქრება. ექსპერტები ამბობენ, რომ ამ მდგომარეობას იწვევს B12 ვიტამინის ერითროციტების წარმოებაზე გავლენა, რომელსაც მთელ ორგანიზმში ჟანგბადი გადააქვს. ამ უკანასკნელს სხვადასხვა სახის დატვირთვის შემდეგ ძალების აღსადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს.

B12 ვიტამინის დეფიციტის სხვა ნიშნებია ქოშინი, თავის ტკივილი, ფერმკრთალი კანი, გახშირებული გულისცემა, ყურებში შუილი და ხმაური, მადის დაქვეითება და წონის კლება.

NHS–ის მონაცემებით, ვიტამინის დეფიციტის გამოვლენა სიმპტომების და სისხლის ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია. ექიმების თქმით, მდგომარეობის დროულად გამოვლენა და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. „ბევრი სიმპტომი მკურნალობის დროს უმჯობესდება, მაგრამ ამ დაავადებით გამოწვეული ზოგიერთი შედეგი შეუქცევადი შეიძლება იყოს“ – განმარტავენ ექიმები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს