ანტიასაკობრივი სახის ნიღაბი სახამებლით და მარილით

873

Vivien გიზიარებთ შინაურული სახის ნიღბის რეცეპტს, რომლის დახმარებით იდეალურ სახის კანს მიიღებთ. პირველივე პროცედურაზე კანი ბზინვარე, დაჭიმული და ახალგაზრდული გახდება.საუბარია სახამებლის ნიღაბზე, რომელიც მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ ნამდვილი SOS საშუალებაა. ვივიენი სრული კურსის გავლას გირჩევთ, რომელიც 1 თვის განმავლობაში ყოველ მე-2-3 დღეს ნიღბის გაკეთებას გულისხმობს.

ანტიასაკობრივი ნიღაბი სახამებლით სახლის პირობებში

ინგრედიენტები:

  • 0,25 ჭიქა წყალი
  • 1 ჩ/კ კარტოფილის სახამებელი
  • 0,5 ჩ/კ ქვის მარილი
  • 3 ჩ/კ გლიცერინი
  • 2 ჩ/კ მზესუმზირას ზეთი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. გლიცერინი და სახამებელი აურიეთ. მარილი, ზეთი და სუფთა წყალი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. მასა კრემის ან გელის კონსისტენციას ჰგავს.
  2. ნიღაბი სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე წაისვით. თვალში მოხვედრას მოერიდეთ, რომ მარილით თვალის ლორწოვანი გარსი არ დააზიანოთ.
  3. ახლა 40 წუთით დაწექით და მოდუნდით.
  4. ჩამობანამდე სახე სველი პირსახოცი დაასველეთ.

ეფექტის გასაძლიერებლად წყლის ნაცვლად ბალახების ნახარში ან მწვანე ჩაი გამოიყენეთ, ხოლო არარაფინირებული მზესუმზირას ზეთის ნაცვლად – ყურძნის კურკის, ხორბლის აღმონაცენის ან ნუშის ზეთი.ნიღაბი მომზადებისთანავე გამოიყენეთ. მისი შენახვა არ ღირს, რადგან მაგრდება. უფრო მეტიც, წყლის და სახამებლის ნარევი მიკროორგანიზმების გასავითარებლად კარგი გარემოა.

გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ შინაურული ნიღბის კომპონენტებზე ალერგია არ გაქვთ. გირჩევთ, ალერგიულ რეაქციაზე საერთო ტესტი ჩაიტაროთ. ასე დარწმუნებული იქნებით, რომელი ნიღაბი შეგიძლიათ მოამზადოთ სახლში და რომელი შეიძინოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს