ვიძინებთ სწრაფად მედიკამენტების გარეშე ლატუკის სალათის ნახარშით.

649

ბევრი ადამიანი უძილობის ხსენებაზე კრთება. ამ უსიამოვნებით დატანჯულმა ხალხმა იცის, როგორი რთულია მორფეის მკლავებში ჩაძინება. ისინი სხვადასხვა ხრიკს მიმართავენ: მედიტაციით და ცხვრების დათვლით დაწყებული, საძილე აბების მიღებით დამთავრებული. აი, TikTok–ის მომხმარებელმა უფრო ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი იპოვა. Vivien გიამბობთ, როგორ დაიძინოთ სწრაფად მედიკამენტების გარეშე.როგორც მოსალოდნელი იყო, ვიდეო ვირუსული გახდა. ძილის პრობლემების მქონე მომხმარებლებმა საძილე საშუალების მოქმედება საკუთარ თავზე გამოცადეს. ისინი რეცეპტს საკუთარ გვერდებზე აქტიურად გვიზიარებენ. დროა ჩვენც გავიგოთ, როგორ გამოვიყენოთ ლატუკის სალათის ნახარში სწორად.

სწრაფად დაძინება ლატუკის სალათის დახმარებით

შაპლა ხოქიმ (Shapla Hoque) ახლახანს საძილე ნახარშის ვიდეო გამოაქვეყნა და უკვე 4,8 მლნ–ზე მეტი ნახვა დააგროვა. ადრე გოგონა ლოგინში დიდხანს წრიალებდა და უძილობას ებრძოდა. უშფოთველად დაძინებაში მხოლოდ ძილის წინ დალეული ცხელი სასმელი დაეხმარა.სასწაულმოქმედი ნახარშის მომზადება ძალიან მარტივია. 2-3 ლატუკის სალათის ფურცელს მდუღარე წყალი დაასხით და რამდენიმე წუთში სალათის ფურცლები ჭიქიდან ამოიღეთ. სასმელი მცირე ყლუპებით დალიეთ.სასმელს სპეციფიკური გემო აქვს და ყველას არ მოეწონება. სასიამოვნო რომ გახდეს, ფინჯანში ბალახების ჩაის პაკეტი ჩადეთ.

შაპლის თქმით, ნატურალური საძილე საშუალების მიღებისთანავე ძილი იპყრობს. წამებში, ბალიშზე თავის დადებისთანავე ეძინება.რთული დასაჯერებელია, რომ ასეთი უცნაური მეთოდი ეფექტურია. ეს უფრო ახალგაზრდების მორიგ ტრენდს ჰგავს. და მაინც, მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ხრიკი მუშაობს. 2013-2017 წლებში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ სალათის ფურცლები (განსაკუთრებით რომაული) ბევრ ლაკტუკარიას შეიცავს. ეს რძიანი წვენი ძილიანობას და ტკივილის გაყუჩებას იწვევს.

ვიდეოს ქვეშ კომენტარებიდან ჩანს, რომ ბევრი ლატუკის სალათის ნახარშს ადრეც იყენებდა. გამოდის, სალათის ნახარში უძილობის საწინააღმდეგო ხალხურ საშუალებად შეგვიძლია ჩავთვალოთ. საინტერესოა, რას ფიქრობთ ამის შესახებ? გაგისინჯავთ სასმელი თუ უძილობის საწინააღმდეგო სხვა ეფექტური მეთოდის შესახებ იცით?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს