შინაურული ნიღბების რეცეპტებს ვაგროვებ და სიამოვნებით ვცდი, ექსპერიმენტებს ვატარებ. დღევანდელი რეცეპტი საკუთარ თავზე არ გამომიცდია (ახლა სხვა კურსს გავდივარ), მაგრამ ნიღბის შემადგენლობა საკმაოდ კარგია. ნიღაბი პროფესიონალმა კოსმეტოლოგმა მირჩია, რომელსაც შინაურული კოსმეტიკა ძალიან უყვარს. რეცეპტი თავად გააკეთა და ირწმუნება, რომ მისი გამოყენებით ღრმა ნაოჭებსაც მოიშორებთ.ღრმა ნაოჭებზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ნიღაბი კანს შესანიშნავად კვებავს, ატენიანებს და ჭიმავს. ამაზე მისი შემადგენლობაც საუბრობს.
საოცარი ნიღბისთვის დაგჭირდებათ:
- 1 კვერცხის გული
- 2 ჩ/კ ზეითუნის ზეთი
- ½ ჩ/კ თაფლი
- 2 ჩ/კ გვირილას ნახარში
- ½ ჩ/კ ქოქოსის ზეთი
კრემ–ნიღბის მომზადების წესი:
- პატარა კერამიკის თასში კვერცხის გული მოათავსეთ და ოდნავ ათქვიფეთ.
- ზეითუნის ზეთი დაუმატეთ და აურიეთ.
- თაფლი, გვირილას ნახარში და ქოქოსის ზეთი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ. მზადაა!
- ნიღაბი მინის ქილაში (მაგალითად, კრემის ქილა) გადაიტანეთ. მაცივარში 3 დღე შეგიძლიათ შეინახოთ.
- სუფთა სახის კანზე ნიღაბი წაისვით და 20 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი ყოველდღე 1 კვირის განმავლობაში გაიკეთეთ, შემდეგ 3 დღე შეისვენეთ და ერთკვირიანი კურსი გაიმეორეთ. ვინაიდან ნიღაბი თაფლს შეიცავს, დარწმუნდით, რომ მასზე ალერგია არ გაქვთ და გაღიზიანებას არ გამოიწვევს.
სასიამოვნო პროცედურას გისურვებთ!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს