3 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რის გამოც ნემსიწვერა აღარ ან ცუდად ყვავილობს

1193

გსურთ, რომ სოფელში ფანჯრის რაფაზე თქვენი ნემსიწვერა ყველაზე ლამაზი იყოს? პირველ რიგში, მეგობრის ფანჯრებს და ფოტოებს შურით ნუღარ უყურებთ და შეწყვიტეთ ფიქრი: „როდის აღიარებს ნესტანი, თუ რით კვებავს!“. Vivien გირჩევთ 3 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას გადახედოთ, რასაც ნემსიწვერას გაზრდის დროს უშვებენ და რამაც შეიძლება მძიმე სიტუაცია გამოიწვიოს.

შეცდომა № 1: აზრი, რომ ცხიმიანი მიწა ნემსიწვერასთვის საუკეთესო – ძალიან ხშირად კეთილი განზრახვა ნემსიწვერას უყვავილობას იწვევს. ეჭვი არაა, რომ ნემსიწვერას ჭამა უყვარს და ნოყიერი მიწა სჭირდება.და მაინც, ქოთანში „ცხიმიანი“ მიწის ჩადება რუსული რულეტის ტრიალია. ასეთი თამაშის შედეგი კი არაპროგნოზირებადია. ან ნემსიწვერა სიხარულისგან ჭკუიდან შეიშლება და დიდებულად აყვავილდება ან გაცხიმიანდება.გინახავთ მწვანე ბუჩქი თითის სისქე ღეროთი, მაგრამ ერთი ყვავილის გარეშე? გარწმუნებთ, მათმა მფლობელმაც გადაწყვიტა ყვავილი ბევრი ნაკელით ან კომპოსტით გაეხარებინა. არაფერს ვამბობ, რომ სწორედ ცხიმიან მძიმე მიწაში ნემსიწვერა ხშირად ლპება.თუ მცენარე „კარგი მიწით“ უკვე გაანებივრეთ და ყვავილმა საოცარი მწვანე ფოთლებით მადლობა გადაგიხადათ, უბრალოდ მოკრძალებულ მიწაში გადარგეთ. 1 მუჭა რაიმე მკვებავი სასუქი მაინც დაუმატეთ.

შეცდომა № 2: შიში და ყვავილის არ გადაჭრა – „როგორ მენანება ყვავილის გადაჭრა, მან ხომ ამდენი ტოტი გაზარდა, აი, იქ, უკვე კვირტებია“ – ამბობენ ისინი, რომელთაც ზაფხულში ფოთლების დასტა ექნებათ, მაგრამ, სავარაუდოდ, – 1–2 ღერო. „მეზობელი არ ჭრის და ლამაზი ყვავილი აქვს“ – თავს იმშვიდებენ ისინი, ვინც ერთ, მაგრამ აუცილებელ ნაბიჯს ვერ ბედავს: ღეროს გადაჭრა კუნძამდე.ნემსიწვერა რაც უფრო გატოტდება, მით უფრო მეტი ყვავილი ექნება. ერთი ღერო უხვ ყვავილობას არასდროს იწვევს. სწორედ ამიტომ, ყოველ გაზაფხულს ყველა ნემსიწვერა 3-5 სმ კუნძამდე გადაჭერით, თუნდაც სადღაც უკვე კვირტს იღებდეს. ახლა გადაზრდილი მცენარე შეგიძლიათ ნახევრად გადაჭრათ – ცოტ–ცოტა, მაგრამ გაიზრდება.

შეცდომა № 3: ფიქრი, რომ ნემსიწვერას მზე არ სჭირდება – ყველა ზონირებულ ნემსიწვერას კაშკაშა სინათლე უყვარს, როგორც დაჩრდილული, ასევე პირდაპირი. არ მესმის მათი, ვინც ქოთანს ფანჯრიდან ერთ მეტრში დგამს და ლამაზ ყვავილობას ელის.ამაში პირადი გამოცდილებით დავრწმუნდით. ნემსიწვერა ჩრდილო–აღმოსავლეთ ფანჯარასთან მშვიდად იდო და ერთ–ორ ქოლგას ზარმაცულად შლიდა. ნემსიწვერაზე ერთი ქოლგა უბრალოდ სასაცილოა. ცოლის დაცინვის მიუხედავად, ყვავილი სამხრეთ ფანჯარასთან გადმოვიტანე. ძალიან მალე ნემსიწვერა გონს მოეგო და 3-5 ცალის აყვავება დაიწყო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს