Vivien გთავაზობთ სახის დასაბან ანტიასაკობრივ ლოსიონს, რომელიც სახლის პირობებში მარტივად მზადდება. რეცეპტი იაპონური სილამაზის საიდუმლოებებზეა დაფუძნებული. ძალიან მარტივად მზადდება, ყველასთვის ხელმისაწვდომია, ეფექტი გასაოცარია. სახის დასაბანი ლოსიონი დილა–საღამოს გამოიყენეთ. მზა ლოსიონი ქილაში ჩაასხით. 7 დღე მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ.სახის ანტიასაკობრივი ლოსიონის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- 2 ს/კ კარგი ხარისხის ბრინჯი
- 1 ჩ/კ ნატურალური თაფლი
- 5-6 წვეთი E ვიტამინი
- წყალი
მომზადების წესი:
- 2 სუფრის კოვზი ბრინჯი გამდინარე წყალში გარეცხეთ, რომ ჭუჭყი მოაშოროთ, შემდეგ 1 ჭიქა წყალი დაასხით და დააყენეთ. 10 წუთით შეგიძლიათ დააყენოთ.
- მინის ჭიქაში ბრინჯის წყალი ჩაასხით. თაფლი დაუმატეთ და გააზავეთ.
- E ვიტამინი დაუმატეთ და კიდევ ერთხელ კარგად აურიეთ. ლოსიონი მზადაა.
ყოველ დილა–საღამოს სახის გაწმენდის შემდეგ ბამბის დისკი ლოსიონით დაასველეთ და კანი კარგად გაიწმინდეთ. 3 წუთში კვლავ შეგიძლიათ დაიბანოთ და ლოსიონი მოიშოროთ. პროცედურა ყოველდღე ჩაიტარეთ და შესანიშნავ შედეგს მიიღებთ!სასიამოვნო პროცედურას გისურვებთ!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს