გულის შეტევის 8 ნიშანი, რომელსაც ქალები ყურადღებას არ აქცევენ

3592

გულის დაავადებების შესახებ ერთ–ერთი ყველაზე სახიფათო მითი არის ის, რომ ქალები ამ დაავადების მიმართ ნაკლებად მგრძნობიარე არიან, ვიდრე კაცები. ამავდროულად, სამწუხაროდ, ყველაფერი მკაცრად საპირისპიროდ ხდება: 50 წელს გადაცილებული ქალები ინფარქტს და გულის შეტევას ხშირად განიცდიან. სამწუხაროდ, ქალების შემთხვევაში ხშირად ფატალურად სრულდება. მიზეზი მარტივია: ქალებში გულის შეტევის სიმპტომები კაცებში არსებული სიმპტომებისგან განსხვავდება. ამ სიმპტომებს როგორც პაციენტები, ასევე ექიმები ხშირად უგულებელყოფენ. Vivien გიზიარებთ მოახლოებული გულის შეტევის 8 ნიშანს, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ. ერთხელაც ამის ცოდნა თქვენი ან თქვენი ახლობლის სიცოცხლის გადარჩენაში დაგეხმარებათ.

ხელების დაბუჟება – ეს შეგრძნება რამდენიმე წუთით ჩნდება და სწრაფად გადადის. სწორედ ამიტომ, ამ სიმპტომს ყურადღებას არ აქცევენ. ქალები ხშირად ფიქრობენ, რომ უბრალოდ მოუხერხებელ პოზაში ეძინათ ან ბევრი ივარჯიშეს ან ხელი გადატვირთეს. დაბუჟების, ჩხვლეტის, ხელებში ტკივილის ან სისუსტის შეგრძნება, ხშირად მარცხენა ხელში, მოახლოებული ინფარქტის პირველი ნიშანია. თუ მსგავსი სიმპტომი შეამჩნიეთ, დრო არ დაკარგოთ,  ექიმს მიმართეთ და ელექტროკარდიოგრამა გადაიღეთ.

კბილის ტკივილი – შეგრძნება, რომელიც რთული კბილის მკურნალობის ან ამოღების შემდეგ შეგრძნებას ჰგავს. მტკივნეული „ყრუ“ ტკივილი, რომელიც რომელიმე კონკრეტული კბილის მიდამოში ლოკალიზებული არაა და მთელ ყბაში გადადის. კარდიოლოგების თქმით, ეს ერთგვარი ტკივილის „არეკვლაა“, რომელიც გულიდან მოდის და დახმარებას მოითხოვს. თუ მოულოდნელად კბილის ტკივილმა შეგაწუხათ, სტომატოლოგი კი მიზეზს ვერ პოულობს, კარდიოლოგს სასწრაფოდ მიმართეთ.

გულისრევა და ღებინება – 2018 წელს კვლევის მონაწილეთა ორი მესამედი, რომლებმაც ინფარქტი გადაიტანეს, აღნიშნავს, რომ კუჭის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და შეტევამდე რამდენიმე დღით ადრე ღებინება აწუხებდათ. ამასთან მსგავსი სიმპტომები კაცების მხოლოდ 50%–ს ჰქონდა. კარდიოლოგს აუცილებლად მიმართეთ, თუ მსგავსი სიმპტომი უმიზეზოდ გაწუხებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი თან ახლავს. დახმარებას დროულად მიმართეთ!

გართულებული სუნთქვა – არტერიების დაბლოკვისას გული და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოები საკმარის ჟანგბადს ვერ იღებენ და ამ მიზეზით ჰაერის უკმარისობა ჩნდება. გარდა ამისა, გულის შეტევა სისხლს გასვლის საშუალებას არ აძლევს, რამაც ფილტვებში სითხის დაგროვება შეიძლება გამოიწვიოს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჰაერის უკმარისობას გრძნობთ, ექიმს მიმართეთ, თუნდაც შეტევა ხანმოკლე იყოს და მალე გადადიოდეს. ეს სერიოზული სიმპტომია, რომლის უგულებელყოფა არ შეიძლება.

ძლიერი სისუსტე – ჩვენ, ყველა ვიღლებით, ხან მეტად, ხან ნაკლებად. განწყობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, თუ ყოველდღიური საქმიანობა, რომელსაც ადრე მარტივად ასრულებდით, ახლა გღლით. ზოგიერთი ქალი, რომელმაც ინფარქტი გადაიტანა, იხსენებს, რომ დაავადებამდე რამდენიმე ხნით ადრე მარტივი და ჩვეული საქმე ძლიერ ღლიდა, მაგალითად, შხაპის მიღება და საწოლის ალაგება. თუ ეს თქვენზეა, ექიმს სასწრაფოდ მიმართეთ – გული დახმარებას ითხოვს!

ზურგის ტკივილი – ზოგჯერ ეს ერთადერთი სიმპტომია, რომლის დახმარებით ორგანიზმი მოახლოებულ შეტევაზე გაფრთხილებთ – მწვავე ტკივილი ბეჭებს შორის. ექიმი დაუყონებლივ გამოიძახეთ, როგორც კი, მსგავს სიმპტომს იგრძნობთ. ეს ნამდვილად სერიოზული შეიძლება იყოს!

უცნაური შეგრძნება მკერდში – პაციენტები ხშირად საუბრობენ მკერდში შებოჭილობის ან ზეწოლის შეგრძნებაზე, „თითქოსდა რაიმე ცხოველი მკერდზე დააჯდათ და წასვლას არ აპირებს“. სიმპტომი უყურადღებოდ არ დატოვოთ, ექიმი აუცილებლად გამოიძახეთ, თუნდაც მკერდში შებოჭილობას სხვა „ჩვეული“  სიმპტომი არ ახლდეს. სხვა სიმპტომები, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ: გულძმარვა, ჩხვლეტა, წვა, რომლებიც 2-3 წუთში გადადის.

გრიპის სიმპტომები – სხეულის მტვრევა, გულისრევა, სისუსტე – ყველა ეს სიმპტომი გრიპს ჰგავს. თუ 55 წელზე მეტის ხართ, თუ ადრე გულის პრობლემები გქონდათ, თუ თქვენს ოჯახში გულის შეტევის შემთხვევები იყო, კარდიოლოგს მიმართეთ და გულის მდგომარეობა შეამოწმეთ. ქალის ინფარქტი მზაკვარია და ხშირად გრიპის მიღმა იმალება – არ ენდოთ და სათანადო ზომები მიიღეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს