როგორ ავუმაღლოთ განწყობა ადამიანს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

2002
როგორ ავუმაღლოთ განწყობა ადამიანს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორ ავუმაღლოთ განწყობა ადამიანს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იცით თუ არა, რომ ყოველი ადამიანის განწყობის ასამაღლებელი ეფექტური მეთოდები არსებობს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? არ დაიჯერებთ, მაგრამ ასტროლოგიას ნამდვილად შეუძლია საკუთარი თავის ან სხვის შესახებ ბევრის თქმა შეუძლია.

ვერძი. ვერძის განწყობის ასამაღლებლად, უნდა იპოვოთ მეთოდი, რითაც მის გაოცებას მოახერხებთ. სპონტანურ პაემანზე დაპატიჟეთ, კალათბურთზე ან სხვა სპორტულ თამაშებს დაესწარით. ყველაფერი, რაც ყოველდღიურ მოწყენილობას მოაშორებს, ამ ნიშნის წარმომადგენლებს გაამხნევებს და გაახარებს.

კურო. იდეალური მეთოდი კუროს გასამხიარულებლად – შეეხეთ მის გრძნობებს. ყვავილების თაიგული უყიდეთ, საყვარელი მელოდიების სია გაუკეთეთ, საყვარელი კერძი მოუმზადეთ, სანთლები აანთეთ და აუცილებლად მაგრად ჩაეხუტეთ! ასეთი ზრუნვა მათ მოადუნებთ და სტრესისგან გათავისუფლდებიან.

ტყუპები. ზოგჯერ, ყველაფერი რაც ტყუპებს განწყობის ასამაღლებლად სჭირდებათ – იმის შეგრძნებაა, რომ ის სჭირდებათ, ის საინტერესოა და მას უსმენენ. ყველა მის მონოლოგს აუცილებლად მოუსმინეთ, გულწრფელი პასუხი გაეცით და ისინი ბევრად მხიარულად იგრძნობენ თავს.

კირჩხიბი. გსურთ კირჩხიბი გაამხიარულოთ? გააგებინეთ, თუ თქვენთვის რამდენად ძვირფასია. კირჩხიბს უყვარს, როცა მათ მიმართ ყურადღებას იჩენენ. საყვარელი სურათი, სასიამოვნო წერილი გაუგზავნეთ, ან უბრალოდ დაურეკეთ და უთხარით, რომ გენატრებათ.

ლომი. როცა ლომის გამხიარულება გსურთ, უბრალოდ კარგი კომპლიმენტი უთხარით. თუ მას რამე ნიჭი აქვს, მისი დემონსტრირება სთხოვეთ. ქების მოსმენის შემდეგ ლომი თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს.

ქალწული. გსურთ მისი გამხნევვება? შეიძინეთ მისთვის ის, რაზეც უკვე დიდი ხანია ოცნებობდა, მაგრამ საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ აძლევდა ან უბრალოდ მომავლისთვის ჰქონდა გადადებული. დიახ, მან შეიძლება საჩუქრის მიღებაზე უარი თქვას, მაგრამ გულში ძალიან კმაყოფილი იქნება.

სასწორი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ცუდად ყოფნა არ უყვართ, ამიტომ ბევრი ენერგია არ დახარჯოთ მისი განწყობის გასაუმჯობესებლად. უბრალოდ მისი მიღწევები, ნიჭი, ძალისხმევა შეაქეთ, ან უბრალოდ უთხარით როგორ კარგად გამოიყურება.

მორიელი. მორიელს  აიძულეთ გაცინება – გულწრფელად და გულით გაცინება. ასეთი ხრიკი ამ ნიშნის წარმომადგენლებს დაეხმარება სამყარო ძალიან   სერიოზულად არ აღიქვას. გარდა ამისა, მორიელს შეახსენეთ მარტივი სიამოვნება: მაგ., ბუნებაში სეირნობა ან მდინარეში ბანაობა.

მშვილდოსანი. ახალი ადგილები, ახალი შემთხვევები მშვილდოსანს ყოველთვის კარგ განწყობაზე აყენებს. თუ ჯერ მასთან ერთად სამოგზაუროდ წასვლას ვერ ახერხებთ, მათ ძველი მოგზაურობის ამბების მოყოლა, შთაბეჭდილებების გაზიარება და სურათების ჩვენება სთხოვეთ.

თხის რქა. თხის რქას გულიანად ამოთქმა აცადეთ. ამ ნიშნის ადამიანებს შეიძლება თქვენი რჩევა არ დასჭირდებათ, თუ როგორ გადაჭრას პრობლემა, ან მოაგვაროს სიტუაცია, მაგრამ მათ თავისი დარდის გამჟღავნება სჭირდებათ. გადაწყვეტილებას კი თავად იპოვის.

მერწყული. გაახარეთ მერწყული: საკუთარ თავთან განმარტოების უფლება მიეცით. ეს შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, რადგან მას ხალხთან ურთიერთობა უყვარს, თუმცა მისთვის განმარტოება და პირადი სივრცე აუცილებელია. ცოტა დროის გასვლის შემდეგ პარკში გასეირნება, სანაპიროზე წასვლა ან მთების დალაშქვრა შესთავაზეთ.

თევზები. თევზებს რამე რომანტიული ჟესტი აჩვენეთ. აჩუქეთ საკუთარი ხელით დაკრეფილი ყვავილების თაიგული, გულისამაჩუყებელი სასიყვარულო წერილი დაწერეთ. ან სახლში რამე საქმე გააკეთეთ. თევზებისთვის ესეც რომანტიული ჟესტია.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს