სულ ახლახანს სახის კანის გასაახალგაზრდავებლად თბილი აბუსალათინის ზეთის გამოყენება სილამაზის ჯადოქრულ რეცეპტად ითვლებოდა. თუ ჯადოქრები არსებობდნენ, ნატურალური კოსმეტოლოგიის შესახებ ნამდვილად იცოდნენ. დღეს აბუსალათინის პატჩები პოპულარობას იძენს – ხალხური სილამაზის რეცეპტების თანამედროვე ინტერპრეტაცია.
სახის კანზე აბუსალათინის ზეთის გამოყენების შედეგს პირველივე პროცედურაზე დაინახავთ. ინტენსიური დატენიანება და კვება უზრუნველყოფილია! რაც მთავარია, ყველა ინგრედიენტი ნატურალურია და თეთრები ღირს. Vivien გასწავლით, როგორ გამოიყენოთ აბუსალათინის ზეთი სახის კანის გასაახალგაზრდავებლად.
დაგჭირდებათ:
- ბამბის დისკები
- წყალი
- აბუსალათინის ზეთი
ინსტრუქცია:
1. პირველ რიგში, პატჩები მოამზადეთ. ამისთვის ბამბის დისკი შუაზე გაჭერით, შემდეგ თითოეული კიდევ ორ ნაწილად გაყავით.
2. თვითნაკეთი პატჩები თბილი წყლით გაჟღინთეთ.
3. სახის კანი წყლით დაისველეთ. თვალების ქვეშ ნაოჭებზე აბუსალათინის ზეთი წაისვით. თუ ნაოჭები საფეთქლებზეც გაქვთ, აბუსალათინი აქაც წაისვით.
4. თვითნაკეთი პატჩები აბუსალათინის ზეთის ზემოდან დაიფინეთ.
5. როცა პატჩები გახმება და გაგრილდება. ახლით ჩაანაცვლეთ. თბილ წყალში დაასველეთ.
6. 20 წუთში პატჩები მოიხსენით.
შინაურული პატჩებიდან უკეთესი შედეგი რომ მიიღოთ, უბრალო წყალი მწვანე ან შავი ჩაით, სალბის ნახარშით, ოხრახუშით და პიტნით ჩაანაცვლეთ. კვლიავის, კამის, ცერეცოს თესლის ნაყენი ან ნაღები და რძეც გამოგადგებათ.
არ დაგავიწყდეთ, პატჩებით სჯობს იწვეთ და არა იჯდეთ. მით უფრო სახლის საქმეები არ შეასრულოთ. ბანალური გრავიტაციის გამო კანი სამკურნალო ნივთიერებებს უკეთ ითვისებს. სწორედ ამიტომ, დაისვენეთ და 20 წუთით დაწექით. თუ დრო არ გაქვთ. ცოტა აბუსალათინის ზეთი წაუსვით ისე, რომ არ ჩამოიღვაროს.
მთელი კურსი 15-20 პროცედურას მოიცავს. ზუსტი რაოდენობა თქვენი კანის ტიპზეა დამოკიდებული. აბუსალათინის პატჩები ყოველ მე-3-5 დღეს დაიფინეთ. თქვენი დროის მხოლოდ 20 წუთი დათმეთ და საოცარ შედეგს მიიღებთ!
პატჩები აბუსალათინის ზეთით შეგიძლიათ სხვა პრობლემური ადგილისთვის გამოიყენოთ. მაგალითად, შუბლზე და ცხვირტუჩის ნაოჭზე დაიდეთ, რომ წვრილი ნაოჭები მოიშოროთ და ღრმა ნაოჭები შეამციროთ.