შეცდომა, რომელსაც ყოველი მეორე საჭრელი დაფის გარეცხვისას უშვებს

1137

დარწმუნებული ვარ, ყველას აქვს სახლში ხის საჭრელი დაფა. ხილის, ბოსტნეულის, თევზის და ხორცის დასაჭრელად ის უფრო შესაფერისია. უფრო მეტიც, ხის ჭურჭელი დანას არ ბლაგავს, არ სრიალებს და უსიამოვნო ხმას არ გამოსცემს. როგორ გავრეცხოთ დაფა, რომ უცხო სუნები არ დარჩეს?

ეს კითხვა ბევრ დიასახლისს აწუხებს. რამდენჯერ ვნახე სტუმრად ყოფნისას ძველი ხის დაფა წითელი ზოლებით. ასეთი ზოლები ოდესღაც ჭარხალმა დატოვა და გადაწყვიტეს აღარ გაერეცხათ. სინამდვილეში დაფის სწორად მოვლა მისი ვადის გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ. ამაში რთული არაფერია!

როგორ გავრეცხოთ ხის საჭრელი დაფა

ჭურჭლის სარეცხ მანქანაში არ გარეცხოთ

ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჭურჭელი ძალიან ცხელი წყლის ნაკადით ირეცხება. თუ ზოგიერთ შემთხვევაში ეს კარგია, ხის დაფა ასეთ რეცხვას ვერ გადაიტანს. ზედაპირი დეფორმირდება ან იქერცლება.

ცხელი წყალი და ჯაგრისი გამოიყენეთ

ხის საჭრელი დაფის გარეცხვას, რომელიც სითხეს იწოვს, გონივრულად უნდა მიუდგეთ. მხოლოდ ცხელი წყალი, სპეციალური ჯაგრისი და ნაზი გასარეცხი საშუალება გამოიყენეთ. სასურველია, რომ სარეცხ საშუალებას სუნი არ ჰქონდეს.

მარილი და ლიმონი

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საღებავი პროდუქტები ღია პლასტმასის დაფაზე კვალს ტოვებს. არაფერს ვამბობთ ხის მასალაზე! მაგალითად, ჭარხლის წვენი თქვენს საჭრელ დაფაზე კვალს დიდი ხნით დატოვებს. ჩვეულებრივი საშუალებები მასთან გამკლავებას ვერ შეძლებენ. გირჩევთ, ლიმონი და მარილი გამოიყენოთ. ლიმონმჟავა ლაქების ამოყვანაში ნამდვილი რეკორდსმენია. ამასთან, ლიმონი ანტიბაქტერიულ ეფექტს ფლობს. დაფაზე მარილი მოაყარეთ და ნახევარი ლიმონით გახეხეთ. შედეგი გაგაოცებთ!

ეს რჩევები დაიმახსოვრეთ და მეგობრებს უამბეთ, როგორ გარეცხოთ საჭრელი დაფა სწორად. საჭრელ დაფას ზოლები და უცხო სუნი ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებლად მოაშორეთ. ასე საჭრელი დაფა უფრო დიდხანს გემსახურებათ!