ჩემი შვილები საჭმლის მიმართ პრეტენზიულები არასდროს ყოფილან. როცა სადილად ბორშს ვამზადებ, ხვეწნის გარეშე თეფშს ასუფთავებენ, ზოგჯერ დამატებასაც ითხოვენ. რა თქმა უნდა, ცხელ სადილსა და სწრაფ წახემსებსაც შორის უკანასკნელს უპირატესობას ანიჭებენ. ძალიან მსურს, რომ ბავშვების საყვარელი კერძი სასარგებლოც იყოს.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფრანგი დედების მიდგომა მომწონს. ისინი ცდილობენ, რომ ბავშვებს არა უბრალოდ სასარგებლო, არამედ საინტერესო კერძი მოუმზადონ. თან არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ გემოთი. საფრანგეთში ბავშვების საყვარელი კერძი ნათელი ფერებით და მრავალფეროვანი სტრუქტურით გამოირჩევა. Vivien რამდენიმე საინტერესო რეცეპტს გიზიარებთ.
ბულეტი
ინგრედიენტები:
- 400 გრ ძროხის ხორცი
- 2-3 პომიდორი
- 1 ხახვი
- 1 კბილი ნიორი
- 1 კონა ოხრახუში
- 1 კვერცხი
- 2 ნაჭერი პური
- 100 გრ რძე
- ფქვილი გემოვნებით
- მცენარეული ზეთი გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
- ძროხის ან სხვა ხორცი მომზადებამდე მოხარშეთ. გააგრილეთ და დააბლენდერეთ ან ხორცსაკეპში წვრილად გაატარეთ. ფარშს დაქუცმაცებული ხახვი აურიეთ.
- აქვე დაჭრილი ნიორი, მწვანილი და რძეში ჩამბალი პური დაუმატეთ. კვერცხი ათქვიფეთ. ინგრედიენტები აურიეთ, გუფთები გააკეთეთ. ფქვილში ამოავლეთ.
- ღრმა ტაფაში ზეთი გააცხელეთ. მასში ფრიკადელები (გუფთები) ყველა მხრიდან შეწვით. ახლა პომიდვრის პიურე დაუმატეთ. მარილი და სანელებლები გემოვნებით დაუმატეთ.
- კერძს თავსახური დაახურეთ და 5-10 წუთით სუსტ ცეცხლზე თუშეთ. გარნირად შეგიძლიათ ბრინჯის ან წიწიბურას ფაფა, ასევე მოხარშული კარტოფილი გამოიყენოთ.
ტერინი წითელი თევზით
ინგრედიენტები:
- 150 გრ ხაჭოს ყველი
- 2 ს/კ არაჟანი
- 2 ს/კ ორცხობილის საფანელი
- 3 კვერცხი
- 3 ს/კ ხახვი ჭკვალი
- 4 ს/კ მწვანე ხახვი
- 300 გრ ორაგული
- მარილი გემოვნებით
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
- პირველ რიგში, ღუმელი 200 გრადუსამდე გაახურეთ. ამ დროში მწვანე ხახვი და ხახვი ჭკვალი დააქუცმაცეთ. ბაზა მოამზადეთ: ღრმა თასში წითელი თევზის გარდა ყველაფერი აურიეთ.
- ორაგული მომზადებამდე მოხარშეთ, გააგრილეთ. თევზს ძვალი და ტყავი მოაშორეთ. ხორცი ნაჭრებად დაანაწევრეთ. ხაჭო–არაჟნის მასას დაუმატეთ და აურიეთ.
- მზა მასა წინასწარ ცხიმწასმულ მართკუთხა ფორმაში გადაიტანეთ. ტერინი 35-40 წუთით აცხვეთ. კერძი გააგრილეთ და ნაჭრებად დაჭერით.
გრატინი ყვავილოვანი კომბოსტოთი
ინგრედიენტები:
- 1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო
- 100 გრ ხმელი ყველი
- 50 მლ რძე
- 25 გრ კარაქი
- 1 ს/კ ფქვილი
- მწიკვი მუსკატის კაკალი
- მარილი
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
- ყვავილოვანი კომბოსტო თანაყვავილედებად დაშალეთ. ცხელ, მარილიან წყალში დარბილებამდე მოხარშეთ. ამ დროში სოუსი მოამზადეთ. ტაფაზე კარაქი გაადნეთ. ფქვილი დაუმატეთ.
- ფქვილი და კარაქი აურიეთ, თანდათან რძე ჩაასხით. სათქვეფით განუწყვეტლივ აურიეთ. მუსკატის კაკალი, წიწაკა და მარილი დაუმატეთ. სოუსი გასქელებამდე მოამზადეთ.
- საცხობ ფორმას კარაქი წაუსვით. მის ძირში ყვავილოვანი კომბოსტო მოათავსეთ, სოუსი დაასხით. ზემოდან გახეხილი ყველი მოაყარეთ.
- გრატინი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ. ზემოდან ოქროსფერი ქერქი უნდა წარმოიქმნას, მასა კი უფრო გასქელდეს.
ვერინი ავოკადოთი და ჭარხლით
ინგრედიენტები:
- 1 ჭარხალი
- 1 ავოკადო
- 0,25 ლიმონი
- 1 ს/კ არაჟანი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- საშუალო ზომის ჭარხალი გარეცხეთ და მომზადებამდე მოხარშეთ. გააგრილეთ და გათალეთ. დააბლენდერეთ, რომ ჭარხლის პიურე მიიღოთ. ცოტა მარილი დაუმატეთ.
- ჭარხლის პიურეს არაჟანი დაუმატეთ. კვლავ დააქუცმაცეთ. ავოკადო გათალეთ და რბილობი ჩანგლით დაჭყლიტეთ. ავოკადოს ლიმონის წვენი მოასხით და დააბლენდერეთ.
- ორ ჭიქაში პირველ ფენად ჭარხლის პიურე ჩადეთ. ზემოდან ავოკადოს პიურე დაუმატეთ. კერძი თხის ყველით ან მწვანილით მორთეთ. სხვათა შორის, ვერინისთვის ჭარხალი შეგიძლიათ უბრალოდ გახეხოთ.
ხილი–ხაჭოს მუსი
დაგჭირდებათ:
- 250 გრ ვაშლის პიურე
- 200 გრ მსხლის პიურე
- 200 გრ მდნარი ყველი
- 3 კვერცხის ცილა
- 1 ს/კ შაქრის ფხვნილი
- 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
მომზადება:
- 2 ვაშლი და 1 მსხვილი მსხალი გაასუფთავეთ, ქერქი, ყუნწი და გული მოაშორეთ. რბილობიდან პიურე გააკეთეთ. მდნარი ყველი აურიეთ.
- ცილებს ლიმონის წვენი დაუმატეთ. მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. თანდათან შაქრის ფხვნილი დაუმატეთ. ახლა ცილის ქაფი ხილის მუსს დაუმატეთ და აურიეთ.
- ყურადღება მიაქციეთ, რომ მასა არ დავარდეს. ამისთვის ძალიან ინტენსიურად არ აურიოთ. მზა დესერტი ჭიქაში მოათავსეთ. 1 საათით მაცივარში შეინახეთ.
შოკოლადის მუსი
ინგრედიენტები:
- 6 კვერცხის ცილა
- 4 კვერცხის გული
- 250 გრ შავი შოკოლადი
- 50 გრ შაქარი
- 50 გრ კარაქი
- 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
მომზადება:
- შოკოლადი და კარაქი წყლის ორთქლზე გაადნეთ. კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. ბოლოს ლიმონის წვენი დაუმატეთ. მასა მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. შაქარი დაუმატეთ.
- კვერცხის გულები თანდათან გამდნარ შოკოლადს დაუმატეთ. აქტიურად აურიეთ. თანდათან ცილის ქაფი და შოკოლადის მასა ერთმანეთს აურიეთ.
- მზა მუსი ჭიქებში გადაანაწილეთ. დესერტი მინიმუმ 2 საათით მაცივარში შეინახეთ. მზა ტკბილეული შეგიძლიათ ახალი კენკრით გააფორმოთ.
გულწრფელად ვაღიარებ, არ მახსოვს, რომ ჩემს ბავშვობაში ვინმეს ბავშვების საყვარელი კერძები აღელვებდა. ყველას ერთი და იმავეს უკეთებდნენ და არც ეკითხებოდნენ, თუ რა სურდათ. ახლა ბავშვისთვის რაღაც სასიამოვნო მოგონების შექმნა გვსურს, რომ მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეს. თქვენ უმზადებთ ბავშვებს რაიმე განსაკუთრებულ კერძს? გაგვიზიარეთ რეცეპტები!