ექიმი დებორა ლი: შარდის ფერი ჯანმრთელობის მდგომარეობას ააშკარავებს

966

ის, თუ რამდენად მკრთალი ან მღვრიე არის შარდი, აჩვენებს, არა მხოლოდ იმას, თუ რამდენად გაუწყლოებული ხართ, არამედ როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მის სუნს ყურადღება უნდა მიაქციოთ და მასში სისხლის არსებობა შეამოწმოთ. დებორა ლი, ექიმი დიდ ბრიტანეთში, გვიამბობს, რას ნიშნავს შარდის გარკვეული ფერი.

„თუ ორგანიზმი გაუწყლოებულია, შარდს მოყვითალო ან ყავისფერი შეფერილობა ექნება. როცა შარდი გაზავებულია, ის თითქმის გამჭვირვალეა. სხვადასხვა საკვების მიღებით თქვენი შარდის ფერი იცვლება. მაგალითად, ფერადი პროდუქტების, როგორიცაა ჭარხალი ან მოცვი, მიღების შემდეგ შარდი წითელი ან მუქი ვარდისფერი ხდება“ – ირწმუნება დებორა ლი.

წითელი შარდი

წითელი შარდი მასში სისხლის არსებობას ნიშნავს, რაც საშარდე გზების ინფექციებთან შეიძლება კავშირში იყოს.

„ასევე შეიძლება თირკმლების დაავადებას, თირკმლებში კენჭების არსებობას, თირკმლის ან შარდის ბუშტის სიმსივნეს უკავშირდებოდეს. მამაკაცებში ეს შეიძლება წინამდებარე ჯირკვლების ანომალიასთან კავშირში იყოს“.

ცისფერი ან მწვანე შარდი

შარდის ასეთ შეფერილობას შოკი იწვევს და ეს ნორმალური არაა.

„ჩვეულებრივ, ცისფერი ან მწვანე შარდი საკვებ პროდუქტებში მკვებავი საღებავებით არის გამოწვეული, რომლებიც თირკმლებიდან გამოიდევნება“.

მღვრიე შარდი

თუ მღვრიე შარდი გაქვთ, შესაძლოა საშარდე გზების ინფექცია გაწუხებთ.

„შარდი შეიძლება იყოს მღვრიე, სქელი და ნალექით სავსე“.

მუქი ყავისფერი შარდი

მუქი ყავისფერი შარდი სიყვითლის ნიშანია, რომელიც შეიძლება სხვადასხვა მიზეზით გაჩნდეს.

„საკმაოდ ხშირად, სიყვითლეს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები იწვევს. მექანიკური სიყვითლისთვის მუქი ყავისფერი შარდი და მკრთალი განავალია დამახასიათებელი. ეს შეიძლება ვირუსული ჰეპატიტის შედეგი იყოს“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს