როცა სხეულის სხვადასხვა ნაწილი ამოფრქვეული ქსანთომატოზით ზიანდება, ეს შეიძლება ქოლესტერინის მაღალი დონის ან სახიფათოდ მაღალი კონცენტრაციის გამაფრთხილებელი სიგნალი იყოს.
სისხლში ქოლესტერინის ძალიან მაღალი დონე მილიონობით ადამიანის პრობლემაა და ხშირად არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო ჩნდება. უკონტროლო ვითარებაში მოსალოდნელია სახიფათო გართულებები, მათ შორის გულის შეტევა ან ინსულტი. თუ შეამჩნიეთ პატარა კვანძი, რომელიც კანქვეშ სხეულის სხვადასხვა ნაწილში მდებარეობს, ეს შეიძლება იმის ნიშანია, რომ რისკჯგუფში ხართ.
რა არის ამოფრქვეული ქსანთომატოზი? კანის დაავადება, რომელსაც სისხლში ბევრი ცხიმის ან ქოლესტერინის დაგროვება იწვევს. მისთვის დამახასიათებელია კანზე მცირე ზომის გამონაყარი, რომელიც ცნობილია, როგორც ამოფრქვეული ქსანთომა. წარმონაქმნები პატარა, რბილი კვანძებია. ასეთი ქსანთომა შეიძლება იყოს იზოლირებული ან ცალკეული წანაზარდი ან მთელი ჯგუფი. თავიდან წითელი ფერი აქვს, შემდეგ მოყვითალო შეფერილობა მეწამული კიდეებით, ფორმა ნახევრად სფერული და მკაფიო საზღვრებით.
რომელი სხეულის ნაწილები ზიანდება? ამოფრქვეული ქსანთომატოზი ხშირად ხელის, დუნდულების, ბარძაყების, ფეხის შიდა მხარეს აზიანებს.
სხეულის სხვა ნაწილები, სადაც ქსანთომატოზი გვხდება: კუჭი; ყელი; ზურგი; მუხლი; სახე; სკალპი
სამედიცინო პორტალის WebMD–ის ინფორმაციით, სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონეს აშკარა სიმპტომები არ აქვს, თუმცა მას შეუძლია ისეთი მდგომარეობის რისკის გაზრდა, რომელთაც საკმაოდ გამოხატული გარეგანი ნიშნები აქვთ. მაგალითად, იქმნება სტენოკარდია მკერდში ტკივილით, არტერიული წნევა იზრდება და თავი გვტკივა.