მე-2 ტიპის დიაბეტი – 4 შეგრძნება ფეხებში და 2 ხილული ნიშანი თითებზე

839

დიაბეტი ადვილად შეიძლება გამოგრჩეთ, თუ დარწმუნებული არ ხართ, რას ეძებთ. შინაგანი დაზიანებები უდავოა, მაგრამ მათი დანახვა საკუთარი თვალით შეუძლებელია – მანამ, სანამ სისხლში შაქრის დონე ზედმეტად არ გაიზრდება.თუ მე-2 ტიპის დიაბეტი გაქვთ, ინსულინის გამოთავისუფლება ირღვევა. ჭარბმა წონამ შეიძლება მე–2 ტიპის დიაბეტის განვითარებას ხელი შეუშალოს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მუცლის ცხიმის დაგროვება ინსულინის მიმართ მგრძნობელობას ამცირებს.ფეხის თითებში „ჩხვლეტის, წვის ან ტკივილის“ ნებისმიერი შეგრძნება შეიძლება ნერვების დაზიანების ნიშანი იყოს, რასაც სისხლში შაქრის მაღალი დონე იწვევს.დიდი ხნის განმავლობაში სისხლში შაქრის მაღალი დონე დიაბეტურ პოლინევროპათიას იწვევს.დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური განმარტავს, რომ „სისხლში შაქრის მაღალი დონე აზიანებს პატარა სისხლძარღვებს, რომლებიც ნერვებს კვებავენ“.

პოლინევროპათიის რისკი იზრდება, თუ: ეწევით; ბევრ ალკოჰოლს რეგულარულად იღებთ;40 წელს გადაცილებული ხართ;

ნერვების სერიოზული დაზიანების შემთხვევაში შეიძლება ფეხის თითებში მგრძნობელობა მთლიანად დაკარგოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი 10 თითით სითბოს ან სიცივის შეგრძნებას ვერ შეძლებთ.

4 შეგრძნება, რომელიც მე-2 ტიპის დიაბეტზე მიგითითებთ – ფეხის თითებში ჩხვლეტა, წვა, ტკივილი ან გრძნობის არ ქონა. მე-2 ტიპის დიაბეტის ერთ–ერთი ხილული ნიშანია ფეხებზე თმის ცვენა. ამ მდგომარეობის კიდევ ერთი ნიშანია „გასქელებული ყვითელი ფრჩხილები ფეხებზე“.

CDC ამატებს, რომ „დროთა განმავლობაში ფეხის ფორმის შეცვლა“ ექიმის მიერ უნდა შემოწმდეს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს