ასეთი არტერიული წნევის მქონე ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ

4498

არტერიული წნევის დონე არა მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს.ექიმ ოლეგ აბაკუმოვის თქმით, დაბალი არტერიული წნევა ბევრისთვის სახიფათოა. გამონაკლისია ჰიპოტონიკები, რომელთათვისაც დაბალი წნევა პრობლემას არ წარმოადგენს.ამასთან, ბევრი ახალგაზრდა გოგო და გამხდარი ბიჭი შეიძლება დაბალი წნევით ცხოვრობდეს და ამას ვერც ამჩნევდეს. მათ ასეთი წნევა არ აწუხებთ.ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ექიმი არ გირჩევთ აბების მიღებას, რომელიც მეგობარს ურჩიეს ან რომლის სარგებლობაზე ინტერნეტში წაიკითხეთ.

ასეთ სიტუაციებში ექსპერიმენტები შეიძლება სამწუხარო შედეგით დასრულდეს. სწორედ ამიტომ, დაუყონებლივ სპეციალისტთან გამოკვლევაზე მიდით.ამავდროულად, თვალით პრობლემის დადგენა რთულია. ადამიანს შეიძლება 90/60 წნევა ჰქონდეს და ამ მხრივ ყველაფერი ნორმალურად იყოს. გამოდის, საფრთხე სხვა მხრიდან მოდის.აბაკუმოვი აღნიშნავს, რომ მაღალი არტერიული წნევისგან განსხვავებით ჰიპოტონია ჯანმრთელობისა და მით უფრო სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს.

დიახ, ესეც დაავადებად თუ არა, გარკვეულ უსიამოვნო მდგომარეობად ითვლება. თუმცა ექსპერტს კვლევის შედეგები მოყავს, რომლის თანახმად, ადამიანები, რომლებიც მუდმივად 90/60 წნევას ატარებენ, საშუალოდ 10 წლით უფრო დიდხანს ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, ვისაც 120/80 წნევა აქვთ.პირველ შემთხვევაში, დაბალი წნევის მქონე ადამიანებს შეიძლება მოთენთილობა და დილით ძილიანობა აწუხებდეთ. აი, მაღალი წნევის მქონე ადამიანებს უფრო ხშირად ინფარქტი და, შესაბამისად, ნაადრევი სიკვდილი ემუქრებათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს