დიახ, ჩვენ ხელების მოძრაობით კედლების გადაადგილება არ შეგვიძლია. თუმცა შეგვიძლია შევქმნათ ოპტიკური ილუზია, რომელიც ოთახის ფართობის სივრცეს გაზრდის.
გთავაზობთ სქემებს, რომელთა გამოყენებაც ყველაზე პატარა კონსტრუქციასაც კი გარდაქმნის
ფერადი იატაკი ნათელ ოთახში კედლებზე გადაადგილებს და ვიზუალურად უფრო ფართო და მაღალი გამოჩნდება.
თუ ღია და ფერადი არა მხოლოდ იატაკი, არამედ ჭერიც იქნება, ეს ფართო ოთახის ეფექტს შექმნის, მაგრამ ოთახი უფრო დაბალი გამოჩნდება.
ერთ ფერში გადაწყვეტილი იატაკი და უკანა კედელი, ოთახში უფრო მეტი ჰაერის ეფექტს ქმნის.
ჭერი და უკანა კედელი თუ ერთ ფერში იქნება, ეს ოთახს გააფართოებს, მაგრამ მის სიღრმეს შეამცირებს.
გვერდითა კედლების დაგრძელებას ოთახის სიღრმის შემცირებით შეძლებთ. ამისთვის ფერადით მხოლოდ უკანა კედელი გამოკვეთეთ.
და პირიქით, ფართობის შესამცირებლად და სიღრმის გასაფართოებლად შეგიძლიათ გვერდითა კედლები შეღებოთ.
თუ დაბალი ჭერის პრობლემა გაქვთ, გვერდითა და უკანა კედლების ღია ფერში გადაწყვეტა დაგეხმარებათ. ისინი სიღრმეს და ფართობს ვიზუალურად ამცირებენ სიმაღლის სასარგებლოდ.
სივრცის ვიზუალურად გასადიდებლად არა მხოლოდ ფერები არამედ ნახატებიც დაგეხმარებათ. ოთახი რომ ფართო გახდეს ღია ფერის წვრილ ხაზებიანი შპალერი გამოიყენეთ.
ზოგჯერ ოთახში ზედმეტად მაღალი ჭერია. ჰორიზონტალური ხაზები ოთახის სიმაღლეს შეამცირებს და ოდნავ სიღრმესაც.
ვერტიკალური ხაზები, პირიქით, დაბალ ჭერს უფრო მაღალს გამოაჩენს.
თუ აუცილებელია ოთახი უფრო ფართო გააკეთოთ და მისი სიღრმე შეამციროთ, ამ ეფექტის მიღწევა იატაკზე ჰორიზონტალური ზოლებით შეძლებთ.