დასახელდა სიცხის ზემოქმედების მიმართ ყველაზე დაუცველი ადამიანების კატეგორიები

898

გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანები სიცხის ზემოქმედებისგან ყველაზე დაუცველთა ერთ–ერთ კატეგორიაში შედიან.

ალექსი ფედოროვი, ქირურგი და კარდიოლოგი, ასახელებს ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც სიცხის მიმართ დაუცველები არიან. პირველ რიგში, გულის დაავადებების მქონე ადამიანებს და ჰიპერტონიკებს გამოყოფს.

ალექსის თქმით „სიცხე გავლენას ახდენს გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანებზე: ჰიპერტონიკებზე, გულის იშემიური დაავადების მქონე ადამიანებზე და მათზე, ვისაც ინფარქტი ან ინსულტი გადატანილი აქვს.”

ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს სხვა კატეგორიის ადამიანებზეც, რომლებიც მცხუნვარე ამინდში მდგომარეობის გაუარესების რისკის ქვეშ არიან. მათ, ვისაც აწუხებს სასუნთქი სისტემის დაავადებები, ფილტვების ქრონიკულად მწვავე დაავადება, ცხელ ჰაერში სუნთქვა უჭირთ.

ქირურგი გვიზიარებს რეკომენდაციებს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების დროს უნდა გაითვალისწინოთ.

კონდიცირებულ შენობაში გაჩერდით. ნაკლებად იმოძრავეთ; ფიზიკური აქტივობა შეამცირეთ; წყლის რეჟიმი დაიცავით; ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატები მიიღეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს