ემოციურად არასტაბილური მამაკაცის 5 ძირითადი ნიშანი

773

ქალები ცხოვრების მეგზურის ძიებაში ხშირად ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ. ისინი მამაკაცს იცოდებენ და იფარებენ. შესაძლოა, ეს დედობრივი ინსტინქტის ერთგვარი გამოვლინებაა, როცა ვინმეზე ზრუნვის სურვილი ჩნდება, ან უბრალოდ მარტო დარჩენა გვაშინებს. ოღონდ ემოციურად არასტაბილური მამაკაცი ნამდვილად ვერ გაგაბედნიერებთ.ამაში თავად დავრწმუნდი, როცა ჩემმა ახლო მეგობარმა თავის შეყვარებულთან 5 წელი იცხოვრა (ჩათვალეთ, იტანჯებოდა). ყოველი კამათის შემდეგ სატირლად ჩემთან მორბოდა, ასე რომ მათ შესახებ ყველაფერი ვიცოდი. მათ ურთიერთობას ჯანსაღს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. საქმე არა ცხოვრებისეულ სირთულეებს, არამედ პარტნიორის ემოციურ მდგომარეობას ეხება. მისი შინაგანი კონფლიქტი ძლიერი და სტაბილური ოჯახის შექმნას ხელს უშლიდა.საკუთარ თავთან ჰარმონიის პოვნა რთული საქმეა, მაგრამ შესაძლებელია. სწორი მიმართულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი პრობლემის გაცნობიერებაა. ცხოვრების შეცვლის სურვილის გარეშე ადამიანი ურთიერთობას ვერ განავითარებს. მამაკაცთან ურთიერთობაში მსგავსი შეცდომა რომ არ დაუშვათ, Vivien გირჩევთ, 5 ძირითად ნიშანს ყურადღება მიაქციოთ.

როგორ გამოიყურება ემოციურად არასტაბილური მამაკაცი

  1.  ადამიანი საკუთარ თავს არ ენდობა. თავდაუჯერებელი ადამიანი ყოველთვის სხვის რჩევას ეძებს. მანიპულაციის ქვეშ ადვილად ექცევა და ნებისმიერ წუთს შეუძლია თქვენზე უარი თქვას. მისი ცხოვრებისეული ღირებულებები ჯერ ჩამოყალიბებული არაა. ასე რომ გამონათქვამი „როგორც საყრდენი კედელი“ დაივიწყეთ.
  2. ყოველთვის საკუთარ განწყობას უჩივის. თუ თქვენი რჩეულის მთავარი სასაუბრო თემა მისი ფიზიკური სისუსტეა, სავარაუდოდ, მისი თვითშეფასება ნულზე ქვემოთაა. მომავალში უფრო ცუდი გახდება და ყველა საზრუნავი თქვენ დაგაწვებათ. იდუმალი ავადმყოფობა მთელ ძალას წაგართმევთ, რომელიც შეგეძლოთ ურთიერთობის განვითარებაზე მოგეხმარათ.
  3. ხშირად „დოპინგს“ იყენებს. თანამედროვე სამყაროში ბევრი რამ არსებობს, რაც აქტივობას სტიმულირებს ან, პირიქით, გვამშვიდებს. თუ მამაკაცი თქვენთან შეხვედრისას ბევრს სვამს, ჭამს ან სხვადასხვა პრეპარატს იღებს, ფრთხილად იყავით. თავისი „დოზის“ გარეშე თქვენს და სამყაროს მიმართ ინტერესს სწრაფად კარგავს.
  4. ურთიერთობაში დიდი ნეგატიური გამოცდილება დაუგროვდა. როცა მუდმივად რაღაც არ გამოდის, ამაში საკუთარ თავს ვადანაშაულებთ. ამ შემთხვევაში მამაკაცი დარწმუნებულია, რომ სიყვარულის ღირსი არაა. თქვენგან ყოველი ქცევისთვის შექებას და თანხმობას ელის, რომ თავი მნიშვნელოვნად იგრძნოს. თქვენი მცდელობა მაინც უშედეგო აღმოჩნდება.
  5. სამყაროს მუქ ფერებში ხედავს. ყველაფერში პესიმიზმი და წარმატებაში დაეჭვება გაფრთხილების მიზეზია. ასეთ ადამიანში მცირე წარუმატებლობაც კი ყველაზე დიდ წარმატებას დაჩრდილავს. რაც შეეხება თქვენს ურთიერთობას, მის თვალებში ურთიერთობა წინასწარ უკვე განწირულია. გამოდის, დიდად ცდას აზრი არ აქვს.

თქვენს საყვარელ მამაკაცს ყურადღებით დააკვირდით. თუ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ორი ნიშანი მაინც აღმოაჩინეთ, უკანმოუხედავად გაიქეცით. ბედნიერება აუცილებლად გიპოვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს