როგორ გავიწმინდოთ ყურები, თუ ბამბის ჩხირებით არ შეიძლება

642

ოდესმე გინახავთ ცხოველი, რომელიც ყურებს ამა თუ იმ ნივთით იწმენდს? ჩხირით ან რაიმე სხვა ნივთით? თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ მაღალგანვითარებული მაიმუნებიც ამას არ აკეთებენ. ეს შემთხვევითი არაა.

პასუხი ლოგიკურია: ბუნებამ ყურის სასმენი გარე არხი ისე შექმნა, როგორიც არის – თვითმწმენდი. არანაირი დამატებითი „ტუალეტი“ არ სჭირდება. რაც შეეხება ბამბის ჩხირებს: სასარგებლო ნივთია, რომელიც ჰიგიენური მიზნით შეიქმნა, მაგრამ არა არხის, არამედ ყურის ნიჟარის გასაწმენდად. ამ ადგილას კანზე ბევრი ცხიმოვანი და გოგირდოვანი ჯირკვლებია. ზოგჯერ ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ ნიჟარის გარკვეულ ნაწილებს, სადაც საკმაოდ ბევრი ჭუჭყი გროვდება. აქ, ჩხირი გამოგადგებათ.

თუმცა მესმის: რაღაცის „გაწმენდა“ (ნაწლავებიდან და ღვიძლიდან დაწყებული და ტვინით დამთავრებული) ახლა მოდაშია. ეს ე.წ. ჯანსაღი ცხოვრების წესის სინონიმად ითვლება. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ რთულია ჩხირით ყურის არხის გაწმენდის სურვილს შეეწინააღმდეგოთ. როგორ მოვიქცეთ?

სასარგებლო რჩევა: გოგირდი მხოლოდ ყურის არხის დასაწყისში მოიშორეთ, უფრო ღრმად არ შეხვიდეთ. თუ ბამბის ჩხირის დიამეტრთან შედარებით ყურის ვიწრო არხი გაქვთ, სხვა მეთოდი გამოიყენეთ. ოღონდ უფრო ნაკლები დიამეტრის ნივთი გამოიყენეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭუჭყს შიგნით უბიძგებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს