ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი დაავადების განვითარებას ამ ორგანოში ბევრი ცხიმის დაგროვება იწვევს. ღვიძლში ცოტა ცხიმის ქონა საზიანო არაა. თუმცა თუ მის დაგროვებას არ გააკონტროლებთ, ეს ფართო ნაწიბურებს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოიწვევს.ღვიძლში ცხიმის ჭარბი რაოდენობა მე–2 ტიპის დიაბეტს, მაღალ არტერიულ წნევას და თირკმლების დაავადებას მჭიდროდ უკავშირდება.
„თუ უკვე დიაბეტი და ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი დაავადება გაქვთ, გულის პრობლემების განვითარების შანსები იზრდება“ – წერს ჯანდაცვის ეროვნული ორგანო.
ღვიძლში განვითარებული ანთება შეიძლება ციროზში გადაიზარდოს.ჩვეულებრივ, ეს ღვიძლში მრავალწლიანი ანთებითი პროცესების შედეგად ხდება, რომელზეც შეიძლება წარმოდგენაც არ გქონდათ. ციროზის დროს ღვიძლი იკუმშება, ხორკლიანი ხდება. ამან შეიძლება ღვიძლის უკმარისობა გამოიწვიოს.Medical News Today–ს თქმით, კანზე შეიძლება ღვიძლის ციროზის გამაფრთხილებელი ნიშნები დაინახოთ. ერთ–ერთი ასეთი ცვლილება კანზე ქავილის შეგრძნებაა. ასეთი ქავილი ეგზემად ან მწერების ნაკბენად არ უნდა ჩათვალოთ. ის მოულოდნელად ჩნდება.
ღვიძლის ციროზის მეორე ნიშანი – კანის მოყვითალო შეფერილობა. კანის ფერი ბუნებრივისგან განსხვავებულია. თვალის თეთრი გარსიც შეიძლება მოყვითალო გახდეს.ციროზის დროს შეიძლება შეამჩნიოთ, კანზე სისხლჩაქცევები უფრო სწრაფად ვლინდება, ვიდრე ადრე. რა თქმა უნდა, ასაკის მატებასთან ერთად სისხლჩაქცევების წარმოქმნა უფრო იზრდება.მნიშვნელოვანია, იცოდეთ სიმპტომების მთელი სპექტრი, რომელიც ღვიძლის ციროზს უკავშირდება:კანის სისხლდენა; მეხსიერების პრობლემები; დაბინდული გონება; ტერფების ან წვივების შეშუპება; მუცლის შებერილობა;
თუ რომელიმე სიმპტომი აღმოაჩინეთ, ექიმთან მიღებაზე აუცილებლად ჩაეწერეთ.