კარდიოლოგმა დაასახელა უცნაური სიმპტომი, რომელიც ინფარქტს წინ უსწრებს

1167

ანა კორენევიჩი, კარდიოლოგი და მედიცინის მეცნიერების კანდიდატი, განმარტავს, რომ გარკვეულ ასაკში გულის სერიოზულ პრობლემაზე უჩვეულო ტკივილი ნიშანს იძლევა. მაგალითად, ტკივილი მუცლის მიდამოში. ამ შემთხვევაში ექიმი მარტივი დიაგნოზის გავლას გირჩევთ.

„თუ გულმკერდის არეში რაიმე პრობლემა გაწუხებთ, ყოველთვის კარდიოგრამით უნდა დაიწყოთ. ეს იაფი და ხელმისაწვდომი მეთოდია. მოგვიანებით, სიტუაციის მიხედვით იმოქმედეთ. უფრო მეტიც, თუ ადამიანს მუცელში ან ზურგში ტკივილი აწუხებს, გამოკვლევა კარდიოგრამით უნდა დაიწყოს“ – აღნიშნავს ექიმი.

ანა აზუსტებს, რომ მრავალი შემთხვევა არსებობს, როცა მუცელში ტკივილი გულის პრობლემებზე სიგნალს იძლეოდა.

„ე.წ. ქვედა ინფარქტი ზოგჯერ მუცელში ტკივილით ვლინდება. ზოგჯერ საქმე იქამდე მიდის, რომ ადამიანს ბრმა ნაწლავის ოპერაციას უკეთებენ, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ ინფარქტი იყო. სწორედ ამიტომ, თუ ადამიანმა გარკვეულ ასაკს უკვე გადააბიჯა, მაგალითად, 45 წელს მიაღწია, კარდიოგრამით გამოკვლევა აუცილებლად უნდა დაიწყოს“ – ხაზს უსვამს ექიმი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს