მე-2 ტიპის დიაბეტი – ფეხის თითის ფორმა შაქრის მაღალ დონეზე სიგნალს გაძლევთ

1026

სისხლში შაქრის მუდმივად მაღალმა დონემ შეიძლება სხეულის დეფორმირება, კერძოდ, ფეხის თითების ფორმის შეცვლა გამოიწვიოს.მე-2 ტიპის დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც სისხლში შაქრის მაღალი დონე ახასიათებს. ასეთი მდგომარეობა ორგანიზმს სერიოზულად ტვირთავს. „დაშაქრული“ სისხლი საერთო სისხლის მიმოქცევას „მინუს“ ნიშნით ცვლის, ეს ნერვების მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს და ნეიროპათიის განვითარებას ხელს უწყობს, ორგანოებში ჟანგბადის და მკვებავი ნივთიერებების მიწოდებას აფერხებს. ამ ყველაფრის შედეგები შეიძლება ყველაზე დრამატული იყოს.სისხლში შაქრის მუდმივად მაღალი დონე ინსულინის ცუდად წარმოებას იწვევს, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება დარღვევების ტალღა გამოიწვიოს. შაქრის მაღალ დონეზე სიგნალს იძლევა „ფეხის თითის ფორმა, რომელიც ჩაქუჩის მსგავსი ხდება“ – ამბობენ ექიმები გამოცემა Express–თან საუბარში.

ჩაქუჩის მსგავსი ფეხის თითები. სამედიცინო ორგანიზაციის Diabetes Uk ექსპერტების თქმით, ფეხის თითებზე ჩაქუჩის მსგავსი დეფორმაცია არის პათოლოგია, რომლის დროსაც თითები ზედა ფართო ნაწილში იღუნება და ჩაქუჩს გვაგონებს. მსგავსი დეფორმაცია შეიძლება მუდმივად პატარა ზომა ფეხსაცმლის ტარებით და თითების შეკუმშვით იყოს გამოწვეული. ასეთ დეფორმაციას იწვევს ის, რომ ორგანიზმი სისხლში შაქრის დონეს ვერ აკონტროლებს, ამას კუნთების შეკუმშვის და მყესების შემცირების გამოწვევა შეუძლია.სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ჩაქუჩის მსგავსი დეფორმაცია არა მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემას, არამედ სერიოზულ შედეგებს იწვევს. ამ მიზეზით ფეხის თითების მსგავსი ცვლილება უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ და თერაპევტს ან ორთოპედს მიმართეთ.

სისხლში შაქრის მაღალი დონის სხვა ნიშნები: Diabetes Uk–ის წარმომადგენლები მოგიწოდებენ, რომ ქვემოთ მოცემულ ნიშნებს ყურადღება მიაქციოთ.

გაზრდილი წყურვილი და პირის სიმშრალე; გახშირებული შარდვა; დაღლილობა; დაბინდული მხედველობა; უმიზეზო წონის კლება; განმეორებითი ინფექციები, მათ შორის რძიანა, შარდის ბუშტის ინფექციები (ცისტიტი), კანის ინფექციები.; აუხსნელი გულისრევა და მუცლის ტკივილი;სუნთქვისას მოტკბო ხილის სუნი;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს