ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი დაავადება (NAFLD) არის მდგომარეობა, რომელსაც ღვიძლში ცხიმის დაგროვება იწვევს. იმის მიუხედავად, რომ უცნობია, როგორ ვითარდება ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი დაავადება, ღვიძლში ცხიმის მაღალი დონე უკავშირდება ისეთ ქრონიკულ დაავადებას, როგორიცაა სიმსუქნე. საწყის სტადიაზე სიმპტომების არ ქონა მდგომარეობას უფრო ართულებს.და მაინც, კვლევამ აჩვენა, რომ სიმპტომები ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს და პირის ღრუს 3 დამახასიათებელ ნიშანთან კავშირშია. NAFLD–ს პაროდონტიტთან საერთო რისკფაქტორები აქვს – ღრძილების მძიმე ინფექცია, რომელმაც შეიძლება კბილების დაკარგვა და კარიესი გამოიწვიოს.ამან მკვლევარებს უბიძგა, რომ აშშ–ში ზრდასრულ ადამიანებში NAFLD–სა და პირის ღრუს დაავადებებს შორის კავშირი შეესწავლათ. ისინი გაერთიანდნენ და 1988-1994 წლებში ჯანმრთელობის და კვების ექსპერტიზის ეროვნული კვლევის მონაცემები გაანალიზეს. მრავალმხრივი მოდელები შემუშავდა იმისთვის, რომ კლინიკური, ბიოლოგიური და სოციოდემოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვან დაავადებაზე საშუალო და მძიმე პაროდონტიტის, უმკურნალებელი კარიესის და კბილების დაკარგვის დამოუკიდებელი ეფექტები შეესწავლათ.
რა გაარკვიეს მკვლევარებმა? – ნებისმიერი კარიესის მქონე ადამიანებს ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი დაავადება უფრო ხშირად აწუხებს.NAFLD–ს ასევე უკავშირდება კბილების დაკარგვა, პაროდონტიტი და NAFLD–ის ზოგიერთი მაჩვენებლით უმკურნალებელი კარიესი.