მხრების თვითმასაჟი: თავი მაღლა იწევს, კისერი გრძელდება, სახე იჭიმება, ორმაგი ნიკაპი ქრება

1447

მასაჟის უმარტივესი ტექნიკა, რომელსაც შუა ტრაპეციის (შუა ტრაპეციული კუნთი) გახურება ეწოდება. მას მუდმივად ვჭიმავთ, განსაკუთრებით კომპიუტერის ან გაჯეტების წინ ყურებისას.დაჭიმული ტრაპეციული კუნთები შეიძლება თავის ტკივილის და ორმაგი ნიკაპის გაჩენის მიზეზი გახდეს. ის თავის მაღლა დაჭერაში ხელს გიშლით, რაც ნიკაპის ზონაში ლიმფის დაგუბებას იწვევს. შედეგად ნიკაპი ნორმაზე მეტად იზრდება.

შუა ტრაპეციის გახურება შეგიძლიათ ხელისგულებით. ერთმანეთზე გაახახუნეთ, მომუშტეთ, დაიზილეთ. მთავარია, აქ სისხლის მიმოქცევა გაააქტიუროთ და იგრძნოთ, როგორ ცოცხლდება ზურგი, თავი კი მაღლა იწევს. წელზე დატვირთვაც მცირდება.

ტრაპეციაზე დაძაბულობის ადგილები მოძებნეთ, ეს იგივე ტკივილის ადგილებია. მათზე მოდუნებული მუშტის (ცერა თითით შიგნით) თითების ძვლებით იმუშავეთ. ეს ძალიან მოსახერხებელი მასაჟის ინსტრუმენტია, რომელიც ყოველთვის თან გვაქვს.

სწორად დაჯექით, წელზე დაძაბულობის გარეშე. კისერი ხერხემალთან ერთ ხაზზე უნდა იყოს. მხრები გაშლილი და მოდუნებული. ბეჭები ოდნავ შეერთებული და ქვემოთ დაწეული.

რამდენჯერმე მშვიდად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ.

ხელები ასწიეთ, იდაყვებში მოხარეთ და მოდუნებული მუშტების თითების ძვლებით შუა ტრაპეციული კუნთი ორივე მხრიდან დაიმასაჟეთ. ტკივილის წერტილები იპოვეთ. ხშირად ისინი არასიმეტრიულია.

იქ, სადაც ტკივილს გრძნობთ, უფრო ძლიერ დაიმასაჟეთ.

სუნთქვა არ შეიკავოთ. თუ გადაყლაპვა გსურთ, გადაყლაპეთ. თავიდან ნერწყვი ბევრი იქნება. ასე ორმაგი ნიკაპი ქრება და ქვრივის კუზი იშლება.

ფრთხილად იმოქმედეთ, ფანატიზმის გარეშე. ერთ სეანსზე ტრაპეციას ვერ მოადუნებთ, ჩვენ ხომ მას ათწლეულები ვჭიმავდით.

როცა იგრძნობთ, რომ ცხოვრება მარტივი და მხიარული გახდა, მხრები მოდუნდა, დაძაბულობა გაქრა, ფიქრები დამშვიდდა, ეს შეგრძნება როგორც სულში, ასევე სხეულში დაიმახსოვრეთ.

ამ შეგრძნებით ამ პოზაში რამდენიმე წუთით გაჩერდით. გაცნობიერებულად და მოდუნებულად ისუნთქეთ. თუ პირი კვლავ ნერწყვით სავსეა, გადაყლაპვა არ დაგავიწყდეთ. თუ არადა, შეიძლება დაიხრჩოთ. (მაგალითად, მე ნერწყვი გადამცდა, ძლიერ ვახველებდი, რამაც დღევანდელი ეპიდემიური ვითარების ფონზე ოჯახის წევრები ძლიერ დააფრთხო. მეზობლებიც ჩუმად დაიძაბნენ).

მასაჟი მხრებზე ტყაპუნა მოძრაობით, გაწელვით დაასრულეთ. შეგიძლიათ ხელები აქნიოთ, მხრები ატრიალოთ.

რეკომენდებულია, რომ დაძაბული ტრაპეციის მასაჟი მტკივნეული შეგრძნებების სრულად გაქრობამდე შეასრულოთ. ის სასიამოვნო, მოსადუნებელი პროცედურა უნდა გახდეს. ეს იდეალურ შემთხვევაში. პრაქტიკაში, ტრაპეციას როგორც ვადუნებთ, ასევე ვჭიმავთ, ამიტომ მასაჟი თქვენს სილამაზის რუტინაში ჩართეთ.