მაღალი ქოლესტერინი – როცა სისხლში ბევრი ცხიმოვანი ნივთიერება, ქოლესტერინია. არტერიებში შეიძლება ქოლესტერინი დაგროვდეს, რაც დროთა განმავლობაში მათ დაბლოკვას იწვევს. იმის მიხედვით, თუ სად იკეტება არტერიები, შეიძლება ინსულტი ან გულის შეტევა განვითარდეს. სამწუხაროდ, მაღალი ქოლესტერინის ზუსტად გასაგებად სისხლის ანალიზი ერთადერთი მეთოდია.თუმცა მუდმივად მაღალი ქოლესტერინი ზოგჯერ ზედაპირზე გამოდის.
„ეს ხშირად იღებს ქსანთელაზმის ფორმას „კანქვეშ მოყვითალო ქოლესტერინის დაგროვდება”, ჩვეულებრივ, ქუთუთოზე ან მის გარშემო“ – წერენ ნ. ბენდსო და კ. სვანბერგი წიგნში „ლაზერები სამედიცინო გამოყენებისთვის“.
მათი თქმით, ეს უმნიშვნელო წარმონაქმნები საზიანო და მტკივნეული არაა, მაგრამ დამახინჯება შეუძლიათ.ჩვეულებრივ, მაღალ ქოლესტერინს სიმპტომები არ აქვს. სწორედ ამიტომ, მხოლოდ სისხლის ანალიზით შეგიძლიათ გაიგოთ, ქოლესტერინის მაღალი დონე გაქვთ თუ არა.„თერაპევტმა შეიძლება შემოგთავაზოთ ტესტის გავლა, თუ თვლის, რომ მაღალი ქოლესტერინის დონე გაქვთ“ – განმარტავს NHS.ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს თქვენს ასაკთან, წონასთან ან სხვა დაავადებებთან (მაგალითად, მაღალი არტერიული წნევა ან დიაბეტი).
თერაპევტს ქოლესტერინზე ტესტის გაკეთება სთხოვეთ, თუ: თუ ადრე ანალიზები არ აგიღიათ და 40 წელს გადაცილებული ხართ. ჭარბი წონა გაქვთ, ოჯახის წევრებს მაღალი ქოლესტერინი ან გულის პრობლემები აწუხებთ; მაღალი ქოლესტერინის მაღალი შანსი გაქვთ;