კანის ზოგიერთი ცვლილება ღვიძლის პათოლოგიებზე, მათ შორის ციროზზე, საუბრობს. Vivien გიამბობთ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ღვიძლის დაავადებები არ გამოგრჩეთ.
ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება შეიძლება ალკოჰოლის ჭარბად მიღებამ გამოიწვიოს ან უალკოჰოლო იყოს – პათოლოგია საერთო სიმსუქნეს იწვევს. საწყის ეტაპზე ღვიძლის გაცხიმოვნება შექცევადი პროცესია. როცა მასში ცხიმები უკონტროლოდ გროვდება, ძალიან სერიოზულ გართულებებს იწვევს, მაგალითად, ღვიძლის ქსოვილების საერთო დანაწიბურებას. დამატებით, ღვიძლში ჭარბი ცხიმი მაღალ არტერიულ წნევას, თირკმლების დაავადებას, მე–2 ტიპის დიაბეტს მჭიდროდ უკავშირდება. თუ ორგანოს გაცხიმოვნება უკვე არსებული დიაბეტის ფონზე ხდება, ეს გულის პრობლემების განვითარების რისკს ზრდის.
ცხიმოვანი ღვიძლის განსაკუთრებით სერიოზული „გვერდითი ეფექტი“, რომელიც არ ვლინდება და შეუქცევადად პროგრესირებს, ანთებაა. ანთებითი პროცესები ორგანოს ციროზისკენ მიდრეკილს ხდის. ჩვეულებრივ, ღვიძლის ხანგრძლივი ანთებითი პროცესების შემდეგ იქმნება, რომელზეც ადამიანს შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონდეს.
„ციროზის დროს ღვიძლი ვიწროვდება და ხორკლიანი ხდება, რამაც შეიძლება ღვიძლის უკმარისობა გამოიწვიოს. სერიოზული პათოლოგიის ნიშნები შეიძლება კანის ცვლილებებით შენიშნოთ“ – ამბობენ NHS-ის, ბრიტანული ჯანდაცვის ექსპერტები Express–თან ინტერვიუში.
ქავილი. კანის ერთ–ერთი ცვლილება, რომელიც თავად ადამიანმა შეიძლება ღვიძლის ციროზის დროს შენიშნოს. ესაა ქავილი, რომელიც სულ უფრო ხშირდება. ასეთი ქავილი ეგზემას ან მწერის ნაკბენს არ მიეკუთვნება. ერთი შეხედვით, უმიზეზოა.
სიყვითლე. ღვიძლის დანაწიბურების კიდევ ერთი შესაძლო ნიშანი, რომელიც კანზე ჩანს – ყვითელი შეფერილობა, ბილირუბინის მაღალი დონე. სიყვითლისგან შეიძლება თვალის თეთრი გარსიც დაზიანდეს.
ჩალურჯება. ღვიძლის სახიფათო დაზიანებაზე შეიძლება გითითებდეთ ის ფაქტი, რომ კანზე სისხლჩაქცევები უფრო მარტივად ჩნდება, ვიდრე ადრე, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო დაზიანებისგან.
სხვა სიმპტომები. თუ ამ სიმპტომების გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე შენიშნეთ, ექიმს აუცილებლად მიმართეთ.
აუხსნელი სისხლჩაქცევები
მეხსიერების პრობლემები
გონების დაბინდვა
ტერფების ან ფეხების შეშუპება
მუცლის შებერილობა