ძალიან მაღალი ქოლესტერინი: ამაზე გულმკერდსა და ფეხში „უცნაური ტკივილი“ გაფრთხილებთ

1485

„უცნაური“ მტკივნეული შეგრძნება გულმკერდში ან ფეხში, რომელსაც ადრე არ გრძნობდით, შესაძლოა ქოლესტერინის მაღალ დონეზე სიგნალს გაძლევთ.ჩვეულებრივ, ქოლესტერინის დონე იზრდება, როცა ადამიანი ცხოვრების წესს და კვებას სათანადო ყურადღებას არ აქცევს. ამაზე საუბრისას, ექიმები სისხლში ცხიმოვანი ნივთიერებების მაღალ კონცენტრაციას გულისხმობენ. ამ ცხიმოვან ფირფიტებს დაგროვება და სისხლძარღვების დაბლოკვა შეუძლიათ. ამ დროს ადამიანი გულმკერდში ან ფეხში „უცნაურ მტკივნეულ შეგრძნებას“ განიცდის. ამის შესახებ გამოცემა Express Health წერს.გამოცემასთან საუბარში მედიცინის ექსპერტები აცხადებენ, რომ სისხლში ქოლესტერინის ძალიან მაღალი დონე სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობის, მათ შორის სტენოკარდიის, მაღალი არტერიული წნევის, ინსულტის ან გულსისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადების განვითარების რისკს ზრდის. თუ გულმკერდსა და ფეხში „უცნაურ ტკივილზე“ ვსაუბრობთ, ექიმები გირჩევენ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები უყურადღებოდ არ დატოვოთ.

ტკივილი გულმკერდის ცენტრალურ და მარცხენა მხარეს. ძირითადად, გულმკერდში ტკივილი რაღაც სერიოზული და სახიფათო არაა, მაგრამ თუ აუხსნელი ტკივილი რამდენიმე წუთში არ ქრება, სამედიცინო დახმარებას უნდა მიმართოთ. რა შეიძლება კიდევ იგრძნოთ:

არა მხოლოდ ტკივილი, არამედ ზეწოლა, გულმკერდის შევიწროება;

მჩხვლეტავი ტკივილი ხელის, ყელის, ყბის, ზურგის ან მუცლის ზონაში;

გართულებული სუნთქვა;

სისუსტე, სიფერმკრთალე ან თავბრუსხვევა;

გულისრევა;

ყველა ეს სიმპტომი სწრაფი სამედიცინო დახმარების აუცილებლობაზე მიგითითებთ. ექიმები შეგახსენებთ, რომ ქოლესტერინის მაღალი დონე შეიძლება დიდხანს შეუმჩნეველი დარჩეს. ბევრი ადამიანი ამის შესახებ მხოლოდ საავადმყოფოში მოხვედრისას იგებს.

ფეხის ტკივილი. ქოლესტერინის ძალიან მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს მონაცვლეობითი კოჭლობა, რომელიც სიარულის დროს ფეხში გამჭოლ ტკივილს იწვევს და დასვენებისას ქრება. მსგავსი გადახრა ათეროსკლეროზის გამო ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევას მჭიდროდ უკავშირდება. ათეროსკლეროზი კი ჭარბ ქოლესტერინთან ასოცირდება. ზოგიერთი ადამიანი, რომელთაც მაღალი ქოლესტერინის გამო ფეხის ტკივილი აწუხებთ, ამბობს, რომ ერთ ან ორივე ფეხში სიმძიმის შეგრძნება, დაღლილობა ან წვაც აღენიშნებათ.

თუ შიშობთ, რომ შეიძლება ქოლესტერინის მაღალი დონე გქონდეთ, თერაპევტს მიმართეთ. პრობლემის დროულად აღმოჩენას მხოლოდ სისხლის ანალიზით შეძლებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს