ფიზიკური ტკივილის 15 სახეობა, რომლებიც ემოციებით არიან გამოწვეული

2252
ფიზიკური ტკივილის 15 სახეობა, რომლებიც ემოციებით არიან გამოწვეული
ფიზიკური ტკივილის 15 სახეობა, რომლებიც ემოციებით არიან გამოწვეული

ფსიქოსომატიკის შესახებ დღეს ბევრს საუბრობენ და მეცნიერები ადამიანის ფიზიოლოგიასა და ფსიქიკის მჭიდრო კავშირთან დაკავშირებული დავი წინააღმდეგ თანდათან არგუმენტს კარგავენ.

დღეს გთავაზობთ დაავადებების მაგალითებს, რომლებიც ადამიანის დარღვეული ემოციური მდგომარეობის გამო ჩნდება.

ყურადღება მიაქციეთ: თვით დიაგნოზის დასმა მატყუარაა. ფსიქოლოგიურად დატვირთული სამუშაო – ეს მხოლოდ დამატებითი ზომებია გამოსაჯანმრთელებლად. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რომელიმე პრობლემას თუ ეჭვობთ პირველ რიგში სპეციალისტს ზუსტი დიაგნოზის დასასმელად უნდა მიმართოთ.

ყელში ღიტინი

ყელში ტკივილი ან ღიტინი თქვენს ნაცვლად საუბრობს. თქვენ ძველ წყენას ვერ ივიწყებთ და თავს იკავებთ იმ სიტყვების თქმისგან, რომლებიც უკვე დიდი ხანია გსურთ რომ თქვათ. ზოგიერთი ადამიანისთვის ყველაფერი მხოლოდ ტკივილით და ღიტინით სრულდება, ზოგს კი ქრონიკულ ხველებაში გადასდის.

  • ყველა ჩვენი შიში, შფოთვა და ტკივილი ჯობს ვთქვათ. ასე „ვირუსიც“ არ შეგვეყრება.

მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები

სიბეცე მომავლის შიშზე საუბრობს. თქვენ წინ გახედვა არ გსურთ და მუდმივად დაძაბულ განწყობაზე ხართ. გაჭინაურებულმა პასუხმა შეიძლება ღრმა სტრესი და დეპრესია გამოიწვიოს. ამ ფონზე ვითარდება გლაუკომა, რამაც შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს.

  • არავინ იცის, თუ რა ელოდება მომავალში, მაგრამ ერთხელ ყველა გამოდის კომფორტის ზონიდან. ეს თქვენც დაგემართებათ.  მიიღეთ ეს და შიშიც პოზიციებს დათმობს.
  • ზოგჯერ სასურველია არ დაგეგმოთ, არ გააკეთოთ პროგნოზი და საკუთარი თავი მომავალზე ფიქრით არ დათრგუნოთ.

გამონაყარი სახეზე

თუ დღეში 2 კგ შოკოლადს არ მიირთმევთ და 14 წლის არ ხართ, სახეზე აკნე შეიძლება საკუთარ თავთან უთანხმოების ან ადამიანების წინაშე გაუცნობიერებელი შიშის გამო შეიძლება გაგიჩნდეთ.

  • თქვენ 100 დოლარიანი კუპიურა არ ხართ, რომ ყველას მოეწონოთ. ამასთან თქვენ მაინც მშვენიერი ხართ. გიყვარდეთ საკუთარი თავი.

წელში მოხრილობა – არც თუ კარგი ნიშანი

თუ მულტფილმში გმირი წელში იხრება, მხრებს ყურებთან მალავს – მას რაღაც უსიამოვნება შეექმნა და ან უბრალოდ მოწყენილია. ეს, რა თქმა უნდა, გადაჭარბებული სურათია, მაგრამ სიმართლესთან ახლოს არის.

  • თუ ზურგის დაავადების ასეთი ფორმა გაწუხებთ, თქვენთვის გამოწერილია ბედნიერება, გართობა და მაქსიმალური დასვენება.
  • დირექტორთა საბჭოს სხდომაზე ხუმრობა ოდნავ პრობლემატურია – უბრალოდ წელში გასწორდით და მხრები გამართეთ. ტვინს სისხლი მიეწოდება, ჟანგბადით გამდიდრდება და თქვენ თავს უკეთ იგრძნობთ.

გულის წიწკვნა

როცა სულში კატები დაფათურობენ და ჩვენ ამას ვგრძნობთ – ეს დიაფრაგმა ძლიერ შთაბეჭდილებაზე არის პასუხისმგებელი. ამის გამო გულ-სისხლძარღვთა სისტემა იტანჯება. აღმოჩნდა, რომ ადამიანი დარდისგან შეიძლება ნამდვილად გარდაიცვალოს.

  • დააყენეთ ლიმიტის დრო „არ დაიტანჯოზე“. თავად. სხვის რჩევებს არ მოუსმინოთ.
  • მედიტაცია, ფსიქოთერავეპტთან სეანსი, საღამოს ჩაი სამზარეულოში მეგობრებთან ერთად – ეძებეთ სითბო და სულიერება.
  • ემოციები არ შეიკავოთ. მათ ნებისმიერი ფორმით გამოსვლის უფლება მიეცით: წყარო შეიძლება იყოს სიცილი, ყვირილი, ტირილი. უმჯობესია ერთხელ იყვიროთ, ვიდრე მთელი ცხოვრება გულის უკმარისობა გქონდეთ.

სქოლიოზი – სულიერი ძალის ნიშანი

დაკვირვებული ხართ, როგორ იქცევა ბავშვი, როცა მას უყვირიან? ის თითქოსდა იხრება, ზურგს ღუნავს და თვალებში პატარავდება. მისი ხერხემალი, სხეულის მთავარი ნაწილი, ემოციურ ფონზე დეფორმირდება. ეს დამცავი ფუნქცია შინაგანი ბირთვის დაცვის საშუალებას იძლევა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებს მოხდენილი პოზით სუსტი ხასიათი აქვთ. პირიქით, პოზაზე მუდმივი მუშაობა თავდაჯერებულობის გრძნობას აძლიერებს.

ალერგია

რამდენად ხშირად ამბობთ „ამას ვერ ვიტან“, „ამ ადამიანის ატანა არ მაქვს“. „უფროსი სუნთქვის საშუალებასაც არ მაძლევს“? ალერგია  – მუქარაზე არაადეკვატური, გადაჭარბებული რეაქციაა. კანის გაღიზიანება – თქვენი ფსიქოლოგიური გაღიზიანებაა პირდაპირი მნიშვნელობით.

  • თუ სიტუაციის შეცვლა არ შეგიძლიათ – მასთან ურთიერთობა შეცვალეთ: „ამ ადამიანს თავისი პლიუსები აქვს.“ „ეს სამსახური შესანიშნავად მშველის ახლა“.

გიჭირთ სუნთქვა

დაკვირვებული ხართ, როგორ გამოიყურებიან ასთმით დაავადებული ადამიანების უმეტესობა? ისინი საკუთარ თავში თავდაუჯერებელი, შეზღუდული ადამიანები არიან. ფსიქოანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ გართულებული სუნთქვის დაავადების წყარო მიტოვებული ბავშვის სინდრომია. უსაფრთხოების, უმწეობის, დედასთან ძლიერი კავშირის დაკარგვის შიში.

  • მაშინაც კი თუ ამას ვერ ხედავთ, თქვენ უყვარხართ. თქვენი ახლობლები, მეგობრები – თქვენ მარტო არ ხართ, დამიჯერეთ.
  • წარმოდგენებში შექმენით უსაფრთხო ადგილი, სადაც თქვენ მორალურად დაისვენებთ. დროდადრო იქ გადაადგილდით, და ნელ-ნელა ეს გრძნობა რეალობაში გადმოვა.

ნაწლავური პრობლემები

როცა ჩვენი სიამაყე შელახულია, კისერში ტკივილი გვეწყება, რომელიც გულმკერდში, შემდეგ კი ნაწლავებში გადადის,რ აც გულისრევის შეგრძნებას იწვევს. სწორედ ამიტომ შეურაცხყოფას ღირსეულად უნდა გასცეთ პასუხი და არ დააიგნოროთ, წყენა არ გადაყლაპოთ.

  • საკუთარი თავის ფასი იცოდეთ და ვინც გაწყენინებთ შესაბამისი პასუხი გაეცით.
  • აქ დაგეხმარებათ ღამის ფიქრები „ასე უნდა მეპასუხა“. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ისინი მსგავსი ფიზიკური ტკივილის დროს გვეხმარება.
  • ზოგჯერ გაშვების უნარიც უნდა გვქონდეს. არ ვიცით, თუ სხვა ადამიანის ცხოვრებაში რა ხდება და რის გამო შეიძლება აფეთქდეს ოფისის ყველაზე მშვიდი თანამშრომელი.

თმის დაკარგვა

თმის დაკარგვა ხშირად რაღაცაზე ძლიერი ნერვიულობის, ჩხუბის, საყვარელ ადამიანთან განშორების, ღალატის გამო იყოს გამოწვეული.

  • ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციაში ვიტამინები დალიეთ. პარტნიორები მოდიან და მიდიან, ხოლო ჯანმრთელობა თქვენთან რჩება.
  • დარდი სულში არ შეინახოთ, როგორც ძველი ფიქრი. თქვით, გამოხატეთ. ამისთვის სპორტი და გულწრფელი მეგობრული საუბრები შესანიშნავია.

ტახიკარდია და გულში ჩხვლეტა

მუდმივი შფოთვის გამო გული იტანჯება. შედეგი შეიძლება იყოს დარღვეული სისხლის მიმოქცევა, უძილობა და ტაქიკარგია.

  • იფიქრეთ მედიტაციაზე, იოგაზე ან სუნთქვის პრაქტიკებზე.
  • სტრესულ სიტუაციაში მოდუნების თქვენი ვარიანტი მოიფიქრეთ. წაიკითხეთ პოეზია, სიმღერა წაიმღერეთ, შეარჩიეთ ის, რაც თქვენ ინტერესს შეესაბამება.

ღვიძლს მხოლოდ ალკოჰოლი არ ემუქრება

ბრაზი ღვიძლის მუშაობაზე გავლენას ახდენს. უსიამოვნო დარტყმები მარჯვენა მხარეს ღრმა ჩასუნთქვის დროს, ტკივილი სიარულის დროს. თუ ნეგატიურ ემოციებს არ გაუშვებთ, ხანგრძლივ პერსპექტივაში გართულება კუჭს და ელენთას გადაედება.

  • სიტუაციას სხვა კუთხიდან შეხედეთ. შესაძლოა გაბრაზების მიზეზი არ არსებობს და მხოლოდ გაუმართლებელი მოლოდინი დარცა? ისინი თქვენია. თქვენ გეკუთვნიტ და სხვა არავინ არის მასზე პასუხისმგებელი. დაფიქრდით.

ცხვირის სისველე ან გაჭედვა

თანამშრომლებთან, მეგობრებთან, ოჯახთან ან საკუთარ თავთან მუდმივი კონფლიქტით ჩვენ რაღაცის აღიარება არ გვსურს. როცა შიგნით წყენა, დარდი, იმედგაცრუება გროვდება. თუ საკუთარ თავს ვერ უმკლავდებით, დამცავი ფუნქცია ირთვება და ემოციები ცხვირის სისველედ ან რინიტის სხვადასხა ფორმად გარდაიქმნება.

  • ყველა პრობლემა გადაწყვიტეთ. საკუთარ თავს და ოპონენტს რამდენიმე წუთი მიეცით და ყველა მწვავე მომენტი განიხილეთ.

ბრონქები

ადამიანი, რომელიც მუდმივად შფოთავს, ფილტვის სხვადასხვა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს: ბრონქული ასთმა, სუნთქვის გართულება, ბრონქოსპაზმი, ჟანგბადის ნაკლებობა, ბრონქიტი.

  • დაავადების სამკურნალო მედიკამენტების მიღების დროს, ყურადღება მიაქციეთ რომ უკუჩვენების სახით ხომ არ გაქვთ, შფოთვა, უძილობა და სხვა ემოციური გამაღიზიანებელი ფონი.
  • ძილის რეჟიმი მოაწესრიგეთ. ყოველ 3 საათში შესვენება გააკეთეთ. უფრო ბევრი იარეთ ფეხით. უკან მოიხედეთ: თქვენს ცხოვრებაში ნამდვილად ამდენი მშფოთვარე მომენტია?

თირკმლების ტკივილი

მულტფილმებში ზედმეტად შეშინებული პერსონაჟს წყლად გადაქცევა შეუძლია. ეს რეალური პრობლემის უტრირებული მაგალითია – შეშინება და შინაგანი შიში თირკმლებზე გავლენას ახდენს და სხვადასხვა სახის ტკივილი ჩნდება. თირკმლები თავის მხრივ გავლენას შარდსასქესო სისტემაზე გავლენას ახდენს.

  • სამწუხაროდ, შიშის დამალვას ვერ შეძლებთ. თქვენ მხოლოდ დასკვნების გამოტანა მოგიწევთ. თქვენი შიში აღიარეთ – მხოლოდ ასე მიხვდებით, თუ რა გააკეთოთ.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ფსიქოსომატიკა ორივე მხრიდან მუშაობს. როცა დარდი გიპყრობთ, მზეზე გაღიმებაც კი გვიჭირს, მხრები გამართეთ და ზემოთ აიხედეთ – ეს შესანიშნავად შეგიცვლით განწყობას. თუ ემოციური მდგომარეობის შეცვლა ახლა ძალიან გიჭირთ – ეცადეთ სხეულის მდგომარეობის შეცვლას მაინც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს