ექიმი ამბობს, რომ დღისით ძილიანობა შეიძლება სერიოზულ პრობლემაზე საუბრობდეს

1348

დღისით ძილიანობა და ღამით უძილობა შეიძლება ღვიძლის პრობლემებზე საუბრობდეს. ამის შესახებ დიმიტრი მონახოვი, ქირურგი, ჰეპატოლოგი, სამედიცინო მეცნიერების კანდიდატი საუბრობს.

„ეს ყველასთვის ცნობილი ასთენოვეგეტატიური სინდრომია: სისუსტე, მოთენთილობა, დაღლილობა. ისეთი სპეციფიკური გამოვლინება, როგორიცაა ღამით უძილობა და დღისით ძილიანობა, შეიძლება ღვიძლის პათოლოგიებზე საუბრობდეს“ – ამბობს მონახოვი.

ექიმის თქმით, ღვიძლის პრობლემების სხვა ნიშნებიც არსებობს. მათ მიეკუთვნება კანის და თვალის თეთრი გარსის მოყვითალო შეფერილობა, გულისრევა, ღებინება და მარჯვენა ნეკნქვეშა არეში სიმძიმე.

ექიმი გირჩევთ, რომ ამ სიმპტომების გამოვლენისას ექიმს მიმართოთ და ღვიძლზე ექოსკოპია გადაიღოთ. ასევე დიეტის დაცვა ზედმეტი არ იქნება.

„ესაა ხმელთაშუა ზღვისპირეთის დიეტა, ომეგა 3 ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავის მიღება, ფიზიკური ვარჯიში. მხოლოდ ამის შემდეგ ერთვება ე.წ. ჰეპატოპროტექტორები (პრეპარატები, რომლებიც ღვიძლს იცავენ), ასევე დეტოქსიკაციის ექსტრაკორპორალური მეთოდები ძალიან რთულ შემთხვევებში“ – ამბობს შეჯამების სახით დიმიტრი მონახოვი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს