სისხლში შაქრის ქრონიკული მატება სახიფათო შინაგან დაზიანებასა და მე–2 ტიპის დიაბეტის განვითარებასთან ასოცირდება.
შეძენილი დიაბეტი შეიძლება დიდხანს ფარულად მიმდინარეობდეს. როცა მასთან დაკავშირებული შაქრის მაღალი დონე სახიფათო მაჩვენებლებს აღწევს და მუდმივად მაღალ დონეზე რჩება, ამან შეიძლება გართულებები და გარკვეული გარეგანი ნიშნები გამოიწვიოს. ორგანიზაცია Diabetes UK–ის ბრიტანელი ექიმები გამოცემა Express-თან ინტერვიუში ამბობენ, რომ ერთ–ერთი გართულება ფეხებში ნეიროპათიის განვითარება ან ნერვების დაზიანებაა. ამ გართულების განვითარებაზე, რომელიც „შაქრიანი“ სისხლის გამო ცუდი სისხლის მიმოქცევით არის განპირობებული, 3 ნიშანი მიუთითებს:
ტერფებზე ნაკაწრები და ჭრილობები დაგვიანებით შეიმჩნევა და თან ცუდად ხორცდება.
ფეხებსა და ტერფებზე ტკივილი და კრუნჩხვები იგრძნობა.
ტერფებში გაშეშება იგრძნობა.
ექსპერტები მოგიწოდებთ, რომ ეს ნიშნები არ უგულებელყოთ და ნიშნების გამოვლენისას თერაპევტს მიმართოთ. გარდა ამისა, ისინი ყველა ზრდასრულ ადამიანს მტკივნეული სიმპტომების მიუხედავად ფეხების და ტერფების გამოკვლევას გვირჩევენ.