„საეჭვო“ ხალი, როგორ მივხვდეთ რომ შეიძლება სახიფათო იყოს

1019

მზის ულტრაიისფერი სხივები ხალის ავთვისებიანად გარდაქმნის ალბათობას ზრდის. სწორედ ამიტომ, თუ ბევრი ხალი გაქვთ, მზეზე ყოფნას განსაკუთრებით გაუფრთხილდით.

ზრდასრულმა ადამიანმა ხალები რეგულარულად უნდა შეამოწმოს, განსაკუთრებით მზეზე დიდხანს ყოფნის შემდეგ. ამის შესახებ გამოცემა Express–თან ლაურა ჰარკერი, კლინიკა MOLE–ის სკრინინგის ექთანი, საუბრობს. მისი თქმით, თავდაპირველად, მელანომა (კანის სიმსივნე) შეიძლება ისე გამოჩნდეს, როგორც უჩვეულო, ახალი ან შეცვლილი ხალი. ხალის დროულად აღმოჩენით სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება, ამიტომ ნებისმიერი „საეჭვო“ ხალის შემთხვევაში ექიმს მიმართეთ.

Vivien გიამბობთ, თუ როგორ მიხვდეთ, რომ ხალი შეიძლება სახიფათო იყოს. ლაურა ჰარკერის თქმით, შემდეგ მაჩვენებლებს ყურადღება უნდა მივაქციოთ.

ასიმეტრია. კანის სიმსივნური წანაზარდები შეიძლება ასიმეტრიული ფორმის ხალები იყოს, რომლის ერთი ნახევარიც მეორეც არ ჰგავს.

საზღვარი. ხალს არათანაბარი საზღვარი აქვს: დაკბილულია თუ ცუდად გამოკვეთილი? თუ კი, ექიმს უნდა მიმართოთ.

ფერი. ხალს ერთზე მეტი ფერი აქვს და სხვა ნევუსისგან შეფერილობით განსხვავდება.

დიამეტრი. სჯობს, რომ ხალის დიამეტრი 7 მმ–ზე მეტი არ იყოს (დაახლოებით ფანქრის წვერი).

ცვლილება. ხალი იზრდება ან ზომას, ფორმას, ფერს იცვლის? თუ პასუხია „დიახ“, გამოდის, რომ ხალი „საეჭვოა“ და გამოკვლევა სჭირდება.

შემაღლება. ნევუსი შესაგრძნებად ამოწეულია და სტაბილურად იზრდება? თუ ასეა, შეიძლება სახიფათო იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს