პროფესორი ალერტონი საზამთროს უნიკალური თვისებების გამო შთაბეჭდილებების ქვეშაა

656

„საზამთროს სასარგებლო გავლენამ ჯანმრთელობაზე ჩემზე ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა“ – ამბობს ტიმ ალერტონი, პენინგტონის ბიოსამედიცინო კვლევითი ცენტრის (ლუიზიანას შტატი, ბატონ–რუჟი) მკვლევარი. ხილი ჯანსაღი კვების ნაწილი ყოველთვის არის, მაგრამ მკვებავი ნივთიერებების კომბინაცია საზამთროს უნიკალურს ხდის.

საზამთრო ისეთი მინერალების მდიდარი წყაროა, როგორიცაა კალიუმი და მაგნიუმი. ასევე მდიდარია C და A ვიტამინებით (დამატებით ბეტაკაროტინით, რომელიც A ვიტამინის წარმოებას ხელს უწყობს). მასში შედის B1, B5 და B6 ვიტამინების საკმაოდ დიდი რაოდენობა. 1 ფინჯანი საზამთროს მიღებისას მხოლოდ 46,5 კალორიას მიიღებთ.

საზამთრო  92% წყლისგან შედგება, რაც განმარტავს, რატომ გადაიტანეს საზამთროს წინაპრები აფრიკაში, კალაჰარის უდაბნოში, ჯერ კიდევ 5000 წლის წინ. ეს ტკბილეული საგვარეულოა: თანამედროვე ვერსიები ძველ ეგვიპტურ სამარხებშია გამოსახული.

საზამთრო გარკვეული ანტიოქსიდანტების კონცენტრაციით ნამდვილად გამოირჩევა. ეს ანტიოქსიდანტები უჯრედების გამანადგურებელ თავისუფალ რადიკალებს არეგულირებენ.

„ჩვენს ორგანიზმს საკუთარი ანტიოქსიდანტური სისტემა აქვს, მაგრამ ის სტიმულს ჩვენი დიეტიდან იღებს. ხოლო საზამთრო ამ ანტიოქსიდანტების კარგი წყაროა,“ – ამბობს ალერტონი.

ლიკოპინი, რომელიც საზამთროს წითელ ფერს ანიჭებს, ერთ–ერთი ანტიოქსიდანტია, როგორც C და A ვიტამინები. ლიკოპინსაც ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს და ინსულტის რისკს ამცირებს. ლიკოპინი ყველაზე მეტად მოხარშულ პომიდვრის პროდუქტებში გვხდება, მაგრამ საზამთროში 40%–თ უფრო მეტია, ვიდრე უმ პომიდორში. საზამთრო ასევე შეიცავს გლუტათიონს, რომელსაც ალერტონი „უნივერსალურ გლობალურ ანტიოქსიდანტად“ მიიჩნევს.

საზამთრო მდიდარია ამინომჟავით, ციტრულინით, რომელიც ალერტონის კვლევის ფარგლებში ყურადღების ცენტრში იყო.

„საზამთრო საკმაოდ უნიკალურია, რადგან არც ისე ბევრი პროდუქტი არსებობს, რომლებიც მას დიდი რაოდენობით შეიცავენ“, – ამბობს მკვლევარი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს