დაავადებები, რომლებიც სხეულში ცხელების შეგრძნებას იწვევენ

1160

ცხელება ბევრისთვის ნაცნობი შეგრძნებაა. თუ მსგავსი მდგომარეობა ხშირად მეორდება, დროა ჯანმრთელობას მიხედოთ. Vivien გიამბობთ, თუ რა იწვევს სხეულში ცხელების შეგრძნებას.

ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია – ეს სინდრომი სიმპტომების ერთობლიობაა, რომელიც ნერვული სისტემის ვეგეტატიური ნაწილის ფუნქციების დარღვევისას ჩნდება, რაც თავის მხრივ ბევრი შინაგანი ორგანოს და სისტემის მუშაობის დარღვევას იწვევს. ცხელება ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის ერთ–ერთი ნიშანია. გარდა ამისა, მსგავსი პრობლემის დროს შეიძლება ოფლიანობა გაიზარდოს, ტაქიკარდია განვითარდეს და არტერიული წნევა გაიზარდოს.უმეტეს შემთხვევაში, მდგომარეობას ფსიქოლოგიური პრობლემები იწვევს, ამიტომ სამკურნალო საშუალებებით ცხელებასთან ბრძოლას აზრი არ აქვს. ყველაზე მარტივი მეთოდი: სუნთქვითი ვარჯიშები დაგეხმარებათ დამშვიდდეთ, გულისცემის სიხშირე და სუნთქვა დაარეგულიროთ. თავიდან ნელა ჩაისუნთქეთ, ეს 4 წამს წაგართმევთ, შემდეგ 7 წამით სუნთქვა შეიკავეთ და ნელა, 9 წამის განმავლობაში ამოისუნთქეთ, მუცელი შეწიეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მტკივნეულმა შეგრძნებამ არ შეგაწუხოთ.

მაღალი არტერიული წნევა – ცხელებით შეიძლება ჰიპერტონიის მქონე ადამიანებიც იტანჯებოდნენ. გარდა ამისა, მაღალი წნევის დროს ადამიანს აწუხებს ქოშინი, გულისცემის გახშირება, გულის გარშემო შეიძლება ტკივილი წარმოიქმნას. ამ მდგომარეობის უგულებელყოფა არ შეიძლება, რადგან ადამიანი შეიძლება ინსულტის საფრთხის ქვეშ იყოს. მსგავსი სიმპტომების გამოვლენისას გირჩევთ, რომ ექიმს მიმართოთ, რომელიც მკურნალობის სწორ კურსს დაგინიშნავთ და ცხოვრების წესთან დაკავშირებით რეკომენდაციებს მოგცემთ.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები – ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა ამა თუ იმ ჰორმონის წარმოების გაზრდით ან შემცირებით არის გამოწვეული. ამ პროცესის დროს შეიძლება ცხელება იგრძნოთ. მაგალითად, ჰიპერთირეოზის დროს, როცა თიროიდული ჰორმონები ჭარბად იწარმოება, შეიძლება სხეულში ცხელება იგრძნოთ, თუნდაც შენობაში ჰაერის ტემპერატურა აბსოლუტურად კომფორტული იყოს. ხშირი ცხელების დროს გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ, ფარისებრ ჯირკვლებზე ექოსკოპია გადაიღოთ და ჰორმონების დონე შეამოწმოთ. პრობლემების აღმოჩენისას მკურნალობა აუცილებლად უნდა დაიწყოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს