ნიშნები, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე მეტყველებს.

947

პატარა, მაგრამ გავლენიანი – ეს ფარისებრი ჯირკვალია. ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად ამ ორგანოს არასტაბილურ მუშაობას უკავშირდება. Vivien გიამბობთ, თუ რომელი ნიშნები საუბრობს ფარისებრი ჯირკვლების პრობლემებზე.

კუნთების ტკივილი – ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევები შეიძლება გამოვლინდეს ერთი შეხედვით უსაფრთხო სახსრების და კუნთების ტკივილით, თუნდაც ადამიანი ფიზიკურად დატვირთული არ იყოს. ხშირად ამას ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი, ჰიპოთირეოზი იწვევს. ასევე შესაძლოა მაჯის არხის სინდრომი გქონდეთ. თუ ჰორმონები ბევრია, დიდი ალბათობით, კუნთების ტონუსი შემცირდება, მუდმივი სისუსტე შეგაწუხებთ. ადამიანს მარტივი საქმის შესრულებაც უჭირს, მაგალითად, კიბეზე ასვლა ან რაიმე ნივთის აღება.

კისერში დისკომფორტის შეგრძნება – შეშუპება, ზომაში გაზრდა, მძიმე სუნთქვა – ყველა ეს ნიშანი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემაზე საუბრობს. ჩვეულებრივ, ადამიანს ყლაპვა უჭირს, ხოლო ხმა ხრინწიანი ხდება. ასევე შესაძლოა კისერში კვანძები გაჩნდეს.

წონის ცვლილება – თუ ვარჯიშის და სწორად კვების მიუხედავად წონა ერთ მაჩვენებელზე გაყინულია, დიდი ალბათობით, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გაქვთ. ჰიპოთირეოზს ამ მაჩვენებლის ერთ დონეზე გაჩერება ან გაზრდა ახლავს. ჰიპერთირეოზს წონის შემცირება ახასიათებს.

მუდმივი დაღლილობა და ძილიანობა – ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს ადამიანი მუდმივად დაღლილობას, ძილიანობას გრძნობს. საკმარისი რაოდენობის ძილის შემთხვევაში მაინც დაძინება გსურთ. დაძინების პრობლემები ან უძილობა სამუშაო დღის განმავლობაში დაღლილობას და კონცენტრაციის შემცირებას იწვევს.

ცუდი განწყობა – ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ხშირად იწვევს დეპრესიას, პანიკურ შეტევებს, აპათიას, შფოთვას, განწყობის და შრომისუნარიანობის დაქვეითებას, ემოციურ აგზნებადობას და აგრესიას. ამ შემთხვევაში ანტიდეპრესანტები და დამამშვიდებლები დაგეხმარებათ, რადგან ჰორმონები ნერვულ სისტემას „აკონტროლებენ“.

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების სხვა ნიშნები:

თხელი თმა

მშრალი კანი

საჭმლის მონელების და განავლის პრობლემები

მენსტრუაციული ციკლის დარღვევა

ქოლესტერინის მაღალი დონე

სხეულის ტემპერატურის ცვლილებები

გახშირებული ან შენელებული გულისცემა

ეს დარღვევები შეიძლება სხვა დაავადების ნიშნებიც იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, სიმპტომების უგულებელყოფა არ ღირს. სჯობს ექიმს დახმარებისთვის მიმართოთ, რომ ძირეული მიზეზი იპოვოთ და მკურნალობა დროულად დაიწყოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს