მოხდენილი ფორმების შენარჩუნების სურვილი პირდაპირ კვებას უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ რაციონს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ, მავნე პროდუქტები გამორიცხოთ. ტკბილი, გაზიანი წყალი, ხსნადი ყავა და დაკონსერვებული წვენები დაივიწყეთ, ასეთი სასმელები გახდომის პროცესს ართულებენ. საუკეთესო ვარიანტი: უპირატესობა მიანიჭეთ სასმელებს, რომლებიც ცხიმის წვას აჩქარებენ და წონის კლებას ხელს უწყობენ.ბევრი დიეტის საფუძველი რაც შეიძლება მეტი სითხის მიღებაა. ეს უცვლელი წესი განპირობებულია იმით, რომ რაც უფრო მეტ სითხეს იღებს ორგანიზმი, მით უფრო მეტ ტოქსინებს და წიდებს გამოდევნის. სწორედ ამიტომ, Vivien გირჩევთ ჭარბი წონის მოსაშორებლად წყალი და ცხიმისმწველი სასმელები საკმარისი მოცულობით დალიოთ.სახლში მომზადებული გასახდომი სასმელები ისეთი პროდუქტებისგან შედგება, რომლებიც ნივთიერებათა ცვლასა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე გავლენას ახდენენ. ასეთ სასმელებს ხშირად უმატებენ კენკრას, ხილს, ბოსტნეულს, სხვადასხვა სანელებელს, თაფლს და ა.შ. დღეს 3 ყველაზე პოპულარულ და ეფექტურ გასახდომ სასმელს გთავაზობთ.
კიტრის სასმელი სასი – სასმელი ნივთიერეთა ცვლაზე შესანიშნავ გავლენას ახდენს, მას მნიშვნელოვნად აჩქარებს. კოჭის ფესვის და კიტრის კომბინაცია ცხიმების დაშლას ააქტიურებს.
რეცეპტი:ჩაიდანში გახეხილი კოჭის ფესვი ჩაყარეთ და მდუღარე წყალი დაასხით. ცოტა პიტნის ფოთლები და წვრილად დაჭრილი კიტრის ნაჭრები დაუმატეთ. გრილ ადგილას 15-20 წუთით დააყენეთ. დღის განმავლობაში ზუსტად 2 ლ სასმელი დალიეთ.
თაფლის და დარიჩინის ცხიმისმწველი სასმელი – თაფლი ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს გამოდევნის. დარიჩინთან ერთად საჭმლის მონელებას აჩქარებს. ორივე პროდუქტი ტოქსინებს ეფექტურად გამოდევნის.
რეცეპტი:ჩაიდანში ან სხვა ჭურჭელში ცხელ წყალს დარიჩინი დაუმატეთ: 1 ჩხირი ან 1 კოვზი. ნახევარი საათით დააყენეთ, შემდეგ გააგრილეთ და თაფლი დაუმატეთ. ასეთი სასმელი დილით, უზმოზე და საღამოს, ვახშმის მიღებამდე 15 წუთით ადრე დალიეთ.
მწვანე ჩაი ლიმონით – მწვანე ჩაი შეიცავს ფერმენტს ამილაზას, რომელიც ნახშირწყლების ათვისებას ართულებს. ლიმონის წვენი ორგანიზმიდან წიდებს და ტოქსინებს გამოდევნის.
რეცეპტი:ცხელი წყლით სავსე ჩაიდანს (არა მდუღარე, ტემპერატურა მაქსიმუმ 80 გრადუსი) მწვანე ჩაის ფოთლები დაუმატეთ. შემდეგ ლიმონის რამდენიმე ნაჭერი დაუმატეთ. 15-20 წუთით დააყენეთ. სასმელი დილით, უზმოზე დალიეთ.