ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება: მეტყველების ცვლილებები შეიძლება უჩვეულო ნიშანი იყოს

924

როცა ადამიანს ღვიძლის დაავადება გარკვეული დროით აწუხებს, მის ქცევასა და განწყობაში გარკვეული სხვადასხვა და უჩვეულო სიმპტომები ვლინდება.

ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება მასში ცხიმის ჭარბი რაოდენობით არის განპირობებული, რასაც ხშირად ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება იწვევს. ექიმებისთვის კარგად ცნობილია ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი დაავადებები, რომლებიც ქრონიკულ დაავადებებს, მაგალითად, მე–2 ტიპის დიაბეტს უკავშირდება. მკურნალობის გარეშე ღვიძლის უალკოჰოლო ცხიმოვანი დაავადება შეიძლება პროგრესირდეს უალკოჰოლო სტეატოჰეპატიტში (NASH) – გართულებული მდგომარეობა, როცა ღვიძლში ცხიმი ანთებას და მისი უჯრედების დაზიანებას იწვევს. ამ დროს ადამიანში უჩვეულო ნიშნები, მათ შორის მეტყველების ცვლილებები, შეინიშნება.

„თუ ადამიანში ღვიძლის დაავადება უკონტროლოდ ვითარდებოდა, ქცევასა და განწყობაში ცვლილებები შეიძლება შეამჩნიოთ. მეტყველების ცვლილება პათოლოგიის პროგრესირებაზე საუბრობს“ – ციტირებს ექსპერტებს გამოცემა Express.

სპეციალისტები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ შემდეგ ფაქტორებს:

  • ადამიანს რაღაც ხშირად ავიწყდება, ადვილად იბნევა.
  • მეგობრებმა ან ნათესავებმა შეიძლება შეამჩნიონ, რომ მისი მეტყველება უფრო გაუგებარი გახდა.
  • ღვიძლის დაავადება მხოლოდ ქცევაზე არ ახდენს გავლენას. სხვა ცვლილებები შეიძლება იყოს მოთენთილობა, ხელების თავისუფლად მოძრაობის უუნარობა, სუნთქვის სუნის შეცვლა.

უალკოჰოლო სტეატოჰეპატიტის ნიშნები

ცხიმოვანი დაავადების პროგრესირებით გამოწვეულმა ღვიძლის პათოლოგიურმა მდგომარეობამ შეიძლება ციროზი გამოიწვიოს. რომელი სიმპტომებით უნდა მიმართოთ ექიმს აუცილებლად.

  • სისხლდენა და სისხლჩაქცევები მარტივად ჩნდება
  • კანის ქავილი
  • სიყვითლე
  • შეშუპებული მუცელი, რასაც სითხის დაგროვება იწვევს
  • მადის დაქვეითება
  • გულისრევა
  • ფეხების შეშუპება
  • დაბინდული გონება
  • ძილიანობა
  • ბუნდოვანი მეტყველება
  • დაქსელური სისხლძარღვები კანზე

ექიმების განცხადებით, ზოგიერთ ადამიანში ღვიძლის გაცხიმოვნება და ანთების განვითარება აქტიურად პროგრესირებს, რამაც შეიძლება სერიოზული და სახიფათო დაზიანებები გამოიწვიოს. ზუსტად უცნობია, თუ რატომ ხდება ასე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს