ეს ეფექტური და იაფი ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება ყოველთვის სახლში მქონია

1112

ასპირინი ასაკობრივ ცვლილებებს ეფექტურად ებრძვის, კანს აღიავებს, სისხლძარღვებსა და კაპილარებში სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს, ანტისეპტიკურ ეფექტს ფლობს და ანთებას აქრობს. ასპირინის ნიღბები რეკომენდებულია, თუ პიგმენტური ლაქები გაქვთ, ცხიმოვანი ჯირკვლები ზედმეტ ცხიმს აწარმოებს, ასაკობრივი ცვლილებების გამო კანის სიმკვრივე შემცირდა, ნაოჭები გაჩნდა და სახის ფერი გაუარესდა.Vivien გასწავლით, როგორ მოამზადოთ ასპირინის ნიღბები სხვადასხვა დანიშნულებისთვის.

კანის ელასტიურობის და სიმკვრივის შესანარჩუნებლად

ასპირინის სკრაბი – 5 აბი აცეტილსალიცილის მჟავა დაფშვენით. ფხვნილი 1,5 სუფრის კოვზ წყალში გახსენით. აქვე 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. ფაფა კანზე წაისვით და 15 წუთით კანში შეიზილეთ. პროცედურის შემდეგ გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ. უკვე პირველივე გამოყენებაზე ფორები შევიწროვდება, ცხიმოვანი სიპრიალე გაქრება.

გამამკვრივებელი ექსპრეს ნიღაბი – 1 აბი ასპირინი დაფშვენით, ½ ჩ/კ თბილი წყალი და ½ ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ და 15 წუთით წაისვით. სახე გლუვი გახდება, კანი გაღიავდება და დაიჭიმება. ამ საშუალებამ არ გაგიტაცოთ და ხშირად არ გამოიყენოთ. კვირაში ერთხელ საკმარისია.

სახის კანის გასაღიავებლად – პირველ რიგში, სახის კანი დაიორთქლეთ. 6 კოვზი დაფშვნილი ასპირინი 2 ს/კ ლიმონის წვენს აურიეთ. 10 წუთით სახეზე წაისვით. ნიღბის მოსაშორებლად 1 ს/კ სოდა წყალს აურიეთ და კანი მიღებული ხსნარით გაიწმინდეთ.

მკვებავი კომპონენტებით გასამდიდრებლად – 3 აბი ასპირინი დაფშვენით, 1 ს/კ იოგურტი ან კეფირი აურიეთ. ერთგვაროვანი მასა სახეზე წაისვით. 30 წუთში გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ. ხილულ ეფექტს უკვე მეორე დღეს დაინახავთ.

სახის კანის გასაწმენდად – 3-4 ს/კ ასპირინი დაფშვენით, 1 ს/კ თაფლი აურიეთ. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, წყალი დაუმატეთ, თუ მშრალი – რამდენიმე წვეთი ზეთი. მასაჟური მოძრაობით სახეზე თანაბრად გადაინაწილეთ და 20-25 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ სუფთა წყლით ჩამოიბანეთ. მაქსიმალური შედეგის მისაღებად პროცედურის წინ სახე დაიორთქლეთ.

როგორც ყოველთვის, გამოყენების წინ ალერგიაზე ტესტი ჩაიტარეთ.შეგახსენებთ, რომ სტატია მხოლოდ საინფორმაციო ხასიათს ატარებს და თვითმკურნალობის და თვითდიაგნოსტიკის საფუძველს არ წარმოადგენს. ნებისმიერი საშუალების ან პროცედურის გამოყენების წინ სპეციალისტთან კონსულტანციის გავლა აუცილებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს