როგორ გავაკეთოთ კვერცხი, რომლისაც ჭიანჭველებს და ტარაკნებს ეშინიათ

1480

ჩემი და მეუღლის პირველი საერთო საცხოვრებელი პატარა ნაქირავები ბინა იყო ნულ სართულზე. ის ძალიან გვიყვარდა, რადგან ახალ დასაწყისს, დამოუკიდებლობას, ცოლქმრულ თანაცხოვრებას გულისხმობდა. თუმცა აქ ცხოვრება ერთი სიამოვნება იყო. ბინა ძველი იყო და უწმინდური არსებები ხშირად გვსტუმრობდნენ. ხან თხუნელამ იატაკი გახრიტა, ხან კატას ლოქორებთან საჭმლის გაზიარება მოუწია, ხან ჭიანჭველები გამოჩნდნენ. სამწუხაროა, რომ მაშინ არ ვიცოდი, როგორ მომემზადებინა ეფექტური საშუალება კვერცხით ჭიანჭველების მოსაშორებლად.

თუ ჭიანჭველების და ტარაკნების პრობლემა გაწუხებთ, Vivien გთავაზობთ შესანიშნავ საშუალებას, რომელიც პრობლემას ოპერატიულად აგვარებს. მისი დახმარებით, სახლსა თუ ნაკვეთში ჭიანჭველებს მოიშორებთ.

შინაურული საშუალება ჭიანჭველების მოსაშორებლად

ხელნაკეთი შინაურული საშუალების გასაკეთებლად 2 ქათმის კვერცხი დაგჭირდებათ.

კვერცხი მოხარშეთ. ქვაბში ცივი წყალი ჩაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ და კვერცხი სუსტ ცეცხლზე 10-15 წუთით გააჩერეთ. შემდეგ ნაჭუჭი მოაშორეთ.

ბოთლის ძირი გადაჭერით ან 1,5 ლ ქილის თავსახური აიღეთ. მასში კვერცხის გული ჩაჭყლიტეთ.

1 ჩ/კ ბორის მჟავა დაუმატეთ.

კარგად აურიეთ და მზა საშუალება იქ დადეთ, სადაც ჭიანჭველები ან ტარაკნები ბუდობენ. მწერები სატყუარას სახლში წაიღებენ, რომ დედოფალი გამოკვებონ. გაითვალისწინეთ, რომ ჭიანჭველების საწინააღმდეგო საშუალება შეიძლება შინაური ცხოველებისთვის შხამიანი იყოს, ამიტომ არავითარ შემთხვევაში მასთან არ მიუშვათ.

აი, ასე მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ მწერების საწინააღმდეგო საშუალება. ვიმედოვნებთ, ჭიანჭველების და ტარაკნების პრობლემა აღარ შეგაწუხებთ. სასარგებლო რეცეპტი თქვენს მეგობრებს და ნაცნობებს გაუზიარეთ – აუცილებლად გამოადგებათ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს