მინერალური წყალი კულინარიაში და გამოყენების 4 მეთოდი

745

უცხოეთში მინერალური წყლის კულინარიაში გამოყენება გავრცელებული მოვლენაა. აქ, მას არა მხოლოდ სვამენ, არამედ სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად წარმატებით იყენებენ. ყველამ იცის, რომ მინერალური წყალი შეგვიძლია მწვადის მარინადს დავუმატოთ. Vivien მისი გამოყენების 4 საინტერესო მეთოდით გაგაოცებთ.

აღსანიშნავია, რომ მეთოდები არა უბრალო საკვები წყლის, არამედ ძლიერ გაზიანი მინერალური წყლის გამოყენებას გულისხმობს. მარილის დიდი შემცველობის მქონე მინერალური წყალი, როგორიცაა „ესენტუკი“ არ გამოიყენოთ. გირჩევთ, პრაქტიკულად უგემო გაზიანი წყლით ისარგებლოთ.

მინერალური წყალი კულინარიაში

მინერალური წყალი შესაწვავად

ბოსტნეულის, ხორცის ან თევზის შესაწვავად ტაფაში ძლიერ გაზიანი მინერალური წყალი ჩაასხით. ტაფაზე ბევრი პროდუქტი არ მოათავსოთ, რადგან საჭმელი არ უნდა მოიხარშოს. წყალი აქაფებამდე გააცხელეთ და ჩვეულებრივად შეწვით.

მინერალურ წყალში შემწვარი ხორცი ტრადიციული მეთოდით მომზადებული ხორცისგან არაფრით განსხვავდება. ბოსტნეულთან საქმე უარესადაა: გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუ ექსპერიმენტები გსურთ, აუცილებლად სცადეთ, შესაძლოა მოგეწონოთ.

მინერალური წყალი ბოსტნეულის შესაწვავად

მინერალურ წყალში მოხარშეთ ბოსტნეული, რომელმაც თერმული დამუშავების შედეგად შეიძლება ფორმა და სტრუქტურა დაკარგოს. მაგალითად, ბროკოლი. ასე მკვრივი და ხრაშუნა დარჩება, მისი მწვანე თავი ფაფად არ გადაიქცევა.

მინერალური წყალი რძის ნაცვლად საკონდიტრო ნაწარმში

ღვეზელსა და სხვა საკონდიტრო ნაწარმში მინერალური წყალი რძის ნაცვლად 1:1 პროპორციით გამოიყენეთ. სასურველია, 1 ს/კ გამდნარი კარაქი რეცეპტში ყოველ ჭიქა რძეზე დაუმატოთ.

აქ, გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუ რძეს სრულად ჩაანაცვლებთ და კარაქს არ დაუმატეთ, სხვა გემოს და კონსისტენციას მიიღებთ. თუმცა, თუ რძის პროდუქტებს არ მოიხმართ, ასეთი მეთოდი გამოგადგებათ.

მინერალური წყალი უცხიმო ხაჭოს მასის გასაუმჯობესებლად

უცხიმო ხაჭოს უფრო გამოხატული ნაღების გემო რომ მიანიჭოთ, ცოტა მინერალურ წყალში გააზავეთ. ცოტ–ცოტა დაუმატეთ, კარგად აურიეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უგემური წყლიანი ფაფა გამოვა.

ვინ იფიქრებდა, რომ მინერალური წყალი კულინარიაში ასე ფართოდ გამოიყენება? ოდესმე გამოგიყენებიათ ეს პროდუქტი კერძის მოსამზადებლად? რომელმა მეთოდმა გაგაოცათ ყველაზე მეტად? თქვენი მოსაზრებები გაგვიზიარეთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს