ქრისტესისხლას სარგებელი და რატომ უყვართ ასე ძალიან ბაღსა თუ ბოსტანში

1280

ნაზი ბუჩქები მწვანე ბალახით, ყვითელი ყვავილებით და ღია ყვითელი წვენით ბევრ ბაღ–ბოსტანს ავსებს. ზოგი მას ებრძვის და აქტიურად მარგლავს, ზოგი ბალახს მეჭეჭის მოსაშორებლად იყენებს, ზოგიც ყურადღებას საერთოდ არ აქცევს, დაე, თავის ნებაზე გაიზარდოს.ქრისტესისხლა არა მხოლოდ სააფთიაქო მიზნით, არამედ მებაღეობაშიც გამოიყენება. ის ზოგიერთი ყვავილის მდგომარეობას აუმჯობესებს და ნაკვეთს აკეთილშობილებს. Vivien გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ ქრისტესისხლა მებაღეობაში.

ქრისტესისხლა კლუმბის ჯანმრთელობის სადარაჯოზე – მცენარე ძალიან სწრაფად მრავლდება, აქტიურად იზრდება და ნაკვეთს ამშვენებს იმის მიუხედავად, რომ ბევრი სარეველად მიიჩნევს. მცენარეს ნაზი და მტვრევადი ღეროები აქვს, ამიტომ ბალახს მარტივად მოაშორებთ, მაგრამ ჯანსაღი ფესვები მიწაში რჩება. ფესვებს ყურადღება უნდა მიაქციოთ, თუ „სარეველას“ მოშორება გადაწყვიტეთ.

კონკურენტებს ადგილს არ უთმობს – მცენარე ჯადოსნური გზით ასუფთავებს ნიადაგს, რომელზეც იზრდება – ამ ადგილას სხვა სარეველა აღარ გაიზრდება! სქელი, ბუჩქოვანი ღერო და ფოთლები კონკურენტებს შანსს არ აძლევს. მის ქვეშ მიწა ფხვიერი და ნაყოფიერია.

მიწას, რომელზეც იზრდება, წმენდს და ამდიდრებს – ქრისტესისხლა იდეალური სიდერატია. დაჭრილი მწვანე მასა და ფესვები მიწას დააფარეთ, რომ მისი შემადგენლობა გაამდიდროთ და თვისებები გააუმჯობესოთ. დაშლისას მიწას აზოტით ამდიდრებს, შიგნიდან სარეველების შევიწროებას ხელს უწყობს.ქრისტესისხლას ადგილზე კარგად იზრდება ბოლქვოვანი კულტურები. მებაღეებმა შენიშნეს, რომ ქრისტესისხლას ადგილზე კარგად იზრდება ხმალა, ტიტა, ნარგიზი, ასევე ხახვი და ნიორი.

ნაყენი დასანამად – ეს ხმალას უყვარს. სეზონზე მზარდი ყვავილის დანამვა სასარგებლოა. სულ 3-4–ჯერ დამუშავება დაგჭირდებათ. ამ შემთხვეაში ყვავილი ავად იშვიათად გახდება და უკეთ იყვავილებს. უბრალო პულვერიზატორით შეგიძლიათ დანამოთ: პირველად – 3-4 ფოთლის ეტაპზე, მეორედ – 5-6 ფოთოლზე, მესამედ – ყვავილობის წინ და ბოლოს სრული ყვავილობის შემდეგ.

კეთილშობილი მულჩი – კლუმბის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სარეველების მოსაშორებლად, ვიტამინებით გასამდიდრებლად ქრისტესისხლას ხმელი ბუჩქიდან ცოცხი გააკეთეთ და გაახმეთ. მოგვიანებით ნაყენის მოსამზადებლად და კლუმბის მულჩირებისთვის გამოიყენეთ.

მშრალი ქრისტესისხლა დარგული ყვავილების რიგებს შორის დააფინეთ. თუ მარაგი არ გაქვთ, ახალ მოჭრილი მწვანე ბალახიც გამოგადგებათ. საშუალო ნაჭრებად დაჭერით და კვლებში დააფინეთ. აუცილებლად ხელთათმანები გამოიყენეთ, რადგან ქრისტესისხლა კანზე საშინელ ყვითელ ლაქებს ტოვებს და ინტენსიური ურთიერთქმედებისას შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს