სახლი არა მხოლოდ კონკრეტული ნივთების, არამედ მასთან დაკავშირებული მოგონებების საცავია. ინტერიერში ყველა ნივთი ენერგიის კუთხით უსაფრთხო არაა. Vivien გიამბობთ, რომელ 5 ნივთს არ აქვს ადგილი თქვენს სახლში.
- ცხოველების ტყავი – საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, თუ როგორ იღებენ ცხოველის ტყავს. სწორედ ამიტომ, ნეგატიურ, „მკვდარ“ ენერგეტიკას ატარებს, რომელიც დადებით ენერგიას ავიწროებს და ცოცხალს განვითარებაში ხელს უშლის.ნებისმიერ შემთხვევაში, ცხოველის ტყავი, ფიტული ან ნადირობის სხვა ატრიბუტი საზარელი ანტიტრენდია. შეგახსენებთ, რომ ახლა მოდაშია ეკო სტილი ბუნების დაცვის იდეით და არა მისი განადგურება.
- საათი, რომელიც არ მუშაობს – ცხადია, რომ ასეთ საათზე დრო გაჩერდა. ამას არა მხოლოდ მიწიერი, ფიზიკური, არამედ სულიერ–ენერგეტიკური მნიშვნელობა აქვს.საათი, რომელიც არ მუშაობს, ნეგატიურ ენერგიას იზიდავს, ძალების ბუნებრივ ცვლას ხელს უშლის, ასევე ადამიანის განვითარებას აფერხებს. იმ ოთახში ცხოვრება, სადაც საათი გაჩერებულია, პიროვნებას ერთ ადგილზე ყინავს.
- ძველი ცოცხი – ცოცხთან დაკავშირებული ცრურწმენები შორეულ წარსულს უკავშირდება. ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები ცოცხს და საგველას ტოტებით ზემოთ დებდნენ, მუდმივად აახლებდნენ და განსაკუთრებულად ეპყრობოდნენ.ამის მიზეზი ენერგეტიკული–პრაქტიკული კუთხით ახსნადია. ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ ცოცხით არა მხოლოდ ნაგავს, არამედ ნეგატიურ ენერგიას, კამათს და სხვა პრობლემებს ვაგროვებთ და ვყრით. ამასთან ძველი ცოცხი თავის ამოცანას ახალზე ცუდად ასრულებს.
- ცარიელი ქილები და მაკულატურა – ცარიელ ქილებთან მეტნაკლებად ყველაფერი გასაგებია, რადგან მათში არაფერია. ასეთი ღრუები ენერგიის დაგუბებას და არასასურველ შედეგებს იწვევენ.რაც შეეხება მაკულატურას, უსარგებლო ქაღალდის უმეტესობა, რომელიც რაიმე ინფორმაციას შეიცავს, ბინის ენერგეტიკულ ველში საცობებს ქმნის. ამის გამო დადებითი და უარყოფითი ტალღების მიმართულება ირევა.
- გამხმარი ლელქაში და წიწვის ტოტები – როგორც ცოცხის შემთხვევაში, ტრადიცია წარსულიდან მოდის. მაგალითად, ჯერ კიდევ ქრისტიანობის გაჩენამდე წიწვოვანი ცოცხი დაკრძალვის ცერემონიალზე ხშირი ატრიბუტი იყო.თითქმის იმავე მიზეზით სახლში ლელქაში შეუსაბამოა. შეგახსენებთ რომ ბევრი მითიური ურჩხული სწორედ ჭაობებში ცხოვრობდა და ლელქაში ჭაობის მცენარეა. ადრე თვლიდნენ, რომ სახლში ლელქაშის შემოტანა ბოროტი სულების დასახლებას ნიშნავდა.
ამასთან სხვა თეორიაც არსებობს, რომელსაც ზოგადი ხასიათი აქვს. მრავალი ტრადიციის თანახმად, რომელსაც რელიგიურ პრაქტიკასთან საერთო არაფერი აქვს, ადამიანის სახლში მხოლოდ ცოცხალი მცენარე შეიძლება იყოს, მკვდარს ადგილი არ აქვს. ეს კვლავ ენერგიას და მის წარმოშობას უკავშირდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს