ხელის თითები თქვენს ჯანმრთელობასა და დაავადებებისკენ მიდრეკილებაზე ბევრ რამეს ამბობს

710

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ქუჩაში მკითხავს შეხვედრილხართ, რომელიც ხელზე მომავლის წინასწარმეტყველებას გთავაზობთ.თავად ამის არ მჯერა და სრულ სისულელედ მივიჩნევ. საერთოდ ამ ჯადოქრებს, წინასწარმეტყველებს და სხვა თაღლითებს არ ვენდობი, რომელთაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: გულუბრყვილო მოქალაქეებისგან ფულის გამოძალვა.

აი, ნორმალურ ექიმებს ვენდობი. ისინი ამბობენ, რომ ადამიანის ხელებზე ბევრი დაავადების დანახვა შეიძლება.

  • მსხვილი სახსრები – თუ პატარა სახსრებს გარკვეული შეშუპება აქვს, ეს შეიძლება ცხიმის დაგროვების ნიშანი იყოს. ასეთი ბორცვები მოხრილ სახსრებში კარგად ჩანს. შესამოწმებლად, უბრალოდ მუშტი შეკარით. თუ სადმე წამონაზარდი შენიშნეთ, ექიმს მიმართეთ.თავად ასეთი გოროხები საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ცხიმის დაგროვება გულის პრობლემებს იწვევს.
  • ფრჩხილების არასწორი ფორმა – ნორმალური ფრჩხილი ამოზნექილი უნდა იყოს. თუ ფრჩხილი საპირისპირო მხარეს გადახრილია, ეს რკინის დეფიციტზე საუბრობს. ეს კი მუდმივ დაღლილობას, თავბრუსხვევას, ძილიანობას და ა.შ. იწვევს. მსგავსი მდგომარეობა ვიტამინების მიღებას და სწორ კვებას მოითხოვს.
  • თითის წვერებზე მოლურჯო ფერი – თითებზე ნებისმიერი არაბუნებრივი ფერი სისხლში ჟანგბადის მიწოდების დარღვევაზე საუბრობს. ეს სახიფათო სიგნალია, რომელიც გულის დაავადებებზე მიგანიშნებთ.ზოგჯერ ფრჩხილებს გარდამავალი შეფერილობა აქვს: ქვედა ნაწილი (კანთან ახლოს მყოფი) ღიაა, ზედა კი – მუქი, თითქმის ყავისფერი. ასეთი რამ თირკმლის და ზოგიერთი სხვა ორგანოს მუშაობის დარღვევაზე მიგანიშნებთ.
  • წითელი ხელისგულები – ზოგ ადამიანს მუდმივად წითელი და ცივი ხელისგულები აქვს, თითქოსდა საყინულიდან ახლა გამოვიდა. ზაფხულში, მცხუნვარე ამინდშიც ხელში ნორმალური ტემპერატურა და კანის ნორმალური ფერი არ ბრუნდება.ექიმების თქმით, ეს ღვიძლის დაავადებას უკავშირდება, მათ შორის სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა ჰეპატიტი ან ციროზი.
  • ოფლიანი ხელისგულები – თუ ხელისგულები მუდმივად სველი გაქვთ, ეს ჰიპერთირეოზის, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოების დარღვევის ნიშანია.თუ ჰორმონები, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას არეგულირებენ, ბევრია, ორგანიზმში ჭარბი ენერგია წარმოიქმნება, რომლებიც მუდმივად ოფლიანობას და სიცხის შეგრძნებას იწვევენ.
  • ძალიან მსხვილი ხელის მტევანი – თუ ხელი არაბუნებრივად მსხვილია, ეს ჰიპოფიზის მუშაობის დარღვევის ნიშანი შეიძლება იყოს. ეს ჯირკვალი ძალიან ბევრ ზრდის ჰორმონს აწარმოებს, რაც ხელისგულების და სხეულის ზოგიერთი ნაწილის (ყური, ცხვირი, ტუჩი, ტერფი) არანორმალურ ზრდას იწვევს.